ჭარბი წონა არასათანადო კვების შედეგია. თუ დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მიიღებთ სწორ საკვებს, უმოკლეს დროში ძალიან ბევრ ცვლილებებს შეამჩნევთ თქვენს სხეულს.
ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან საუზმე აუცილებელია. ამ დროს ნაწლავები იწყებს მოქმედებას, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მოხვდება კუჭში საუზმის დროს.
სტატიაში შემოგთავაზებთ დაბალანსებული საუზმის რეცეპტს, რომლის რეგულარულად მიღება გაგიუმჯობესებთ მეტაბოლიზმს, გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას და გაწმენდს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ნარჩენებისგან.
კერძი გაჯერებულია ვიტამინებითა და მინერალებით. მისი რეგულარულად გამოყენებიდან ერთი თვის შემდეგ საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ კანის მდგომარეობა, ფერი, თმის ხარისხი, ფრჩხილები და დაიკლებთ წონაშიდაც თუ ყურადღებას მიაქცევთ მიღებულ კალორიებს.
სტატიაში შემოგთავაზებთ იდეალური საუზმის რეცეპტს
საჭირო იგრედიენტები:
- შვრიის ფანტელი 4 ს. კ.
- კეფირი ან უცხიმო იოგურტი 1 ჩ. ჭ.
- შავი ქლიავის ჩირი 7 ცალი
- სელის ზეთი 1 ს. კ. ან სელის ნედლი თესლი
- კაკაო 1 ჩ. კ.
მომზადების წესები:
- უმჯობესია თუ საუზმეს საღამოს გაამზადებთ. შავ ქლიავს დაასხით 100 მლ ადუღებული წყალი და 10-15 წუთი გააჩერეთ.
- ცალკე ჭურჭელში აურიეთ კაკაო, სელის ზეთი და შვრიის ფანტელი, შემდეგ კი დაამატეთ კეფირი,
- წონის დასაკლები იდეალური საუზმე მზად არის.
- მდუღარეში ჩაყრილი შავი ქლიავი დაჭერით და დაამატეთ მომზადებულ მასას. საუზმე შედეთ მაცივარში. დილამდე ის გაფუვდება.
იდიალური საუზმე მთელი დღით აგავსებთ ენერგიით და არეგულირებს კვების პროცესს.
სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ დარიჩინი. ის დაბალკალორიული და სასარგებლო სანელებელია.
გაითვალისწინეთ შემოთავაზებული ინფორმაცია, მოამზადეთ იდელური საუზმე მოცეემული რეცეპტის მიხედვით, საქმესაც გაიმარტივებთ, რადგან საუზმე უკვე მზად გექნებთ, დილით ზედმეტი ფაციფუცი აღარ მოგიწევთ და ამავე დროს იზრუნებთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.