თვალები მრავლისთქმელია. ამბობენ, რომ ჩამოშვებული ქუთუთოები გადაღლილობაზე მეტყველებს, მაგრამ ეს გამონათქვამი ყოველთვის არ ამართლებს. უბრალოდ ქუთუთოების კანი ძალიან რბილი და ნაზია, რომელზეც ურყოფითად მოქმედებს გარემო ფაქტორებიც.
ქუთუთოები სწრაფად ბერდება, რაც მკვეთრად აისახება სახის კანის მდგომარეობაზე. მზის სხივების, მოუვლელობისა და მავნე ტოქსინების ზემოქმედებით ქუთუთოების კანი მოშვებულია და ამის გამო ბევრად უფრო ასაკოვანს გავხართ.
სტატიაში შემოგათავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ამ პრობლემისგან გაგათავისუფლებთ.
1. ლეღვი და ლიმონი ჩამოშვებული ქუთუთოების წინააღმდეგ
ლეღვი ბევრი მალამოს შემადგენლობაში შედის. გარდა იმისა, რომ მას სასიამოვნო არომატი აქვს, ლეღვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აფერხებს კანის დაბერებას. ხოლო C ვიტამინით გაჯერებულ ლიმონთან კომბინაციის შედეგად მიიღებთ ნიღაბს, რომელიც ქუთუთოების კანს ამკვრივებს. ორივე იგრედიენტი ხელს უშლის კოლაგენისა და ელასტანის დაკარგვას.
საჭირო იგრედიენტები:
- მწიფე ლეღვი 3 ცალი
- ლიმონის წვენი 5 მლ
- მომზადების წესი:
- გარეცხეთ და გააშრეთ ლეღვი.
- გახეხეთ ან დააბლენდერეთ და მიიღეთ ფაფისებური მასა.
- დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.
გამოყენების წესები:
ნიღაბი დაიტანეთ ქუთუთოების კანზე. სასარგებლო შემადგენლობის წყალობით იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა და თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელ სახეზე, რა თქმა უნდა თუ არ ხართ ალერგიული. ნიღაბი გაიჩერეთ 30 წუთი, შემდეგ კი წრიული მოძრაობებით თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ, ძილის წინ.
2. ვაშლი და თაფლი
ვაშლის შემადგენლობაში შემავალი მჟავები ატონიზირებს კანს და აახალგაზრდავებს. ხილის ნატურალური საკვები ბოჭკოები აძლიერებს თაფლის სამკურნალო თვისებებს.
საჭირო იგრედიენტები:
- მწიფე ვაშლი 1 ცალი
- თაფლი 2 ს. კ.
- მომზადების წესი:
- ვაშლი დააბლენდერეთ და მოამზადეთ პიურე.
- დაამატეთ თაფლი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გამოყენების წესები:
ნიღაბი დაიტანეთ როგორც ქუტუთოებზე, ისე მთელ სახეზე და დაიტოვეთ ნახევარი საათით. ნიღაბი ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ცივი წყალი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ.
3. შვრია, თაფლი და კვერცხი
ნიღაბის შემადგენლობაში შემავალი იგრედიენტები მდიდარია ვიტამინებითა და ამინომჟავებით, რომლებიც ამკვრივებს ჩამოშვებული ქუთუთოების კანს. ნიღაბს აქვს გამწმენდი ეფექტი.
საჭირო იგრედიენტები:
- შვრიის ფაფა 1 ს. კ.
- თაფლი 2 ს. კ.
- კვერცხის გული 1 ცალი
მომზადების წესი:
მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ. კვერცხის გული ნიღაბს კრავს.
გამოყენების წესი:
ნიღაბი დაიტანეთ მთელ სახეზე და ფრთხილად შეიზილეთ. მოქმედების დრო 20-30 წუთი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ.
4. გვირილა და კიტრი
გვირილა და კიტრი ნატურალური პროდუქტებია, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება კოსმეტოლოგიური ხაზით. ეს ბუნებრივი სასუალებები შედის გელების, მალამოების, ტონიკების შემადგენლობაში. შემოგთავაზებთ ამ ორი იგრედიენტით გაჯერებული საშინაო საშუალების რეცეპტს.
საჭირო იგრედიენტები:
- გვირილა შეგიძლიათ გამხმარიც გამოიყენოთ 2 ს. კ.
- წყალი 250 მლ
- კიტრი ნახევარი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- წყალი აადუღეთ და დაასხით გვირილას. ნაყენი დააყოვნეთ 30 წუთი.
- გადაწურეთ და კიტრთან ერთად დააბლენდერეთ.
- მომზადებული ლოსიონი 2-3 საათით შედეთ მაცივარში.
მიიღებთ მსუბუქ ტონიკს, რომელიც შეგიძლიათ დღეში 2-ჯერ გამოიყენოთ. ტონიკი წაისვით ქუთუთოებსა და თვალის გარშემო კანზე, გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ტონიკის მატონიზირებელი თვისებები ეფექტურ შედეგს მოგცემთ როგორც ქუთუთოების კანის გასამკვრივებლად, ასევე თვალის ქვემოთ ჩამუქებული ადგილების გასაღიავებლადაც.
ალოე და ავოკადო
ალოე გაჯერებულია დამატენიანებელი, გამაახალგაზრადებელი და მატონიზირებელი თვისებებით. ალოეს მოქამედებას აძლიერებს ავოკადოს ზეთის შემადგენლობაში შემავალი ამინომჟავები. ამ საშუალებებით მომზადებული ნიღაბი კანს უბრუნებს სიმკვრივესა და ელასტიურობას.
საჭირო იგრედიენტები:
- ალოეს გელი 45 გრ
- ავოკადოს ზეთი 30 გრ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ.
- ფრთხილი მოძრაობებით შეიზილეთ ქუთუთოებისა და სახის კანზე, დაიტოვეთ 30 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ ძილის წინ კვირაში 3-4-ჯერ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული რეცეპტების მიხედვით ნიღბები, ლოსიონები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.