ღირს თუ არა თავის დაბანა ჭურჭლის სარეცხი საშუალებით, თუ სახლში შამპუნი გაგითავდათ

სინამდვილეში, შამპუნიც და ჭურჭლის სარეცხ საშუალებაც ერთი და იმავე ნივთიერებას შეიცავს. არსებობს მოსაზრება, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ თავს რომელი საშუალებით დაიბანთ. ყველაფერი შამპუნის ეტიკეტსა და კარგ მარკეტინგშია. გადავწყვიტე მითი პირადი გამოცდილებით შემემოწმებინა. ნახეთ, რა მოხდება, თუ თავს ჭურჭლის სარეცხი საშუალებით დაიბანთ.

ერთხელ თავის საპნით დაბანა მომიწია. ეს მოგზაურობის დროს მოხდა, როცა მე და ჩემ მეგობარს აეროპორტში შამპუნები ჩამოგვართვეს. საპნის შემდეგ თმა ხესავით უხეში გახდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ვფიქრობ, ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენების შემდეგაც ასე მოხდება, ან შესაძლოა ცოტა უკეთესი შედეგიც ჰქონდეს. ექსპერიმენტის დროა.

რა მოხდება, თუ თავს ჭურჭლის სარეცხი საშუალებით დაიბანთ

ყველაზე ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალება ვიყიდე. მასში შემავალი ნივთიერებები შევისწავლე – ისეთია, როგორც შამპუნის ეტიკეტზე. შხაპის მისაღებად გავეშურე და ცოტა საშუალება წავიღე. სითამამე მოვიკრიფე და თმა გავიქაფე.

პირველ რიგში, როცა თავის დაბანა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ ძალიან ცოტა საშუალება დამჭირდა. გარდა იმისა, რომ საშუალება შამპუნთან შედარებით თეთრები ღირს, ასევე უფრო ცოტა დაგჭირდებათ. ეკონომია! ამასთან, საშუალება კარგად ქაფდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხიმიან თმას შესანიშნავად გაუმკლავდება. ზუსტი ექსპერიმენტისთვის კონდიციონერი არ გამოვიყენე. ჩემდა გასაოცრად, დაბანის შემდეგ თმა რბილი გახდა. ამან ძალიან გამახარა.

იმის გასაგებად, თუ თმა როგორი იქნება, უნდა დაივარცხნოთ. ფენით გავიშრე და აღმოვაჩინე, რომ ის ძლიერ ფუმფულა გახდა. როგორც ჩანს, ჭურჭლის სარეცხი საშუალება ცხიმს შესანიშნავად გაუმკლავდა, მაგრამ ჩემი თავი ბაბუაწვერას დაემსგავსა. ასევე შევამჩნიე, რომ თმამ ჩვეული ბზინვარება დაკარგა.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებით მხარეებს შორის უნდა აღვნიშნო, რომ საშუალება შესანიშნავად ქაფდება. თმას კარგად წმენდს. ასევე თმიდან მარტივად და სრულად შორდება. უფრო ნაკლები რაოდენობა დაგჭირდებათ, ვიდრე შამპუნი.

უარყოფითიდან გამოვყოფ, რომ სარეცხი საშუალება თმას ზედმეტ ცხიმს აშორებს, თუ მუდმივად გამოიყენებთ, ხშირად დაბანა მოგიწევთ. გარდა ამისა, ქიმიის სპეციფიკური სუნი არსებობს, მაგრამ ეს გასაგებიცაა.

ჭურჭლის სარეცხ საშუალებას უფრო კარგი შედეგი ჰქონდა, ვიდრე საპონს. თმა რბილი გახდა და კარგად ივარცხნებოდა. თუმცა მეორე დღეს თმა ცხიმიანი გახდა და კვლავ თავის დაბანა მომიწია.

ექსპერიმენტის შედეგი

არ ვფიქრობ, რომ ჭურჭლის სარეცხ საშუალებას ყოველდღიურად გამოვიყენებ. შესაძლოა, კონდიციონერთან ერთად უკეთესი ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ მაინც სჯობს შამპუნი გამოიყენოთ და თქვენი თმის და თავის კანის ტიპის მიხედვით სწორად შეარჩიოთ. ვთვლი, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა: საშუალება მთავარ ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდა. თმა სუფთა გახდა.

ძალიან დიდი სურვილის შემთხვევაში ჩემი ექსპერიმენტი შეგიძლიათ გაიმეოროთ, ოღონდ შესაფერი კომპონენტების მქონე საშუალება აირჩიეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, არაფერი ცუდი არ მოხდება. ამასთან, თმა ყველას განსხვავებული აქვს – შესაძლოა, თქვენს თმას უფრო მეტად მოუხდეს. წარმატებულ ექსპერიმენტს გისურვებთ! დაე, თქვენი თმა ჯანსაღი და ძლიერი გახდეს!