ამ სასმელს ყოველ საღამოს ვსვამ, რათა ჭარბმა კილოგრამებმა არ შემაწუხოს

ყველას ვინც იტანჯება ზედმეტი კილოგრამებისგან, ვურჩევ, გამოიყენოს ეს საოცარი სასმელი, რომელიც ძალიან სწრაფად, მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაგათავისუფლებთ მტანჯველი კილოგრამებისგან.

სტატიაში შემოგთავაზებთ საოცარი სასმელის რეცეპტს

საჭირო იგრედიენტები:

  • ჯანჯაფილის კოჭა 1 ცალი-დაახლოებით 10 სმ სიგრძის
  • წითელი ვაშლი 10-12 ცალი
  • ლიმონის კანი და წვენი 2 ცალი
  • თაფლი თქვენთვის სასურველი რაოდენობის
  • დარიჩინის ჩხირი 1-2 ცალი

სასმელი წონის დასაკლებადაც ეფექტური საშუალებაა და ამავე დროს ორგანიზმს კვებავს სასარგებლო ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

სასმელი გაჯერებულია ბუნებრივი იგრედიენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმების დაწვას, ამიტომ გირჩევთ, რომ თქვენი კვების რაციონი გააჯერთ ამ პროდუქტებით.

სტატიაში ორიოდე სიტყვით მოგითხრობთ თითოეული იგრედიენტის სასარგებლო თვისებების შესახებ და შემდეგ თქვენთვის მოგვინდია არჩევანი, გადაწყვეტთ თუ არა ამ საოცარი პროდუქტების კომბინაციის შედეგად მიღებული სასმელის გამოყენებას.

  1. ჯანჯაფილი მკურნალია, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, წმენდს ორგანიზმს. ამ თვისებათა წყალობით ამცირებს წონას, აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას და სახის კანის ფერს.
  2. ლიმონი C ვიტამინის ბუნებრივი წყაროა, რომელსაც ორგანიზმისთვის ურიცხვი სარგებელი მოაქვს. მართლაც, რომ საოცრებაა ეს უძლიერესი სამკურნალო პროდუქტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის სადარაჯოზე დგას.
  3. თაფლი კი სასარგრბლო ნივთიერებათა თავყრილობაა.
  4. დარიჩინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ატონიზირებს ორგანიზმს. მისი არომატი აგიმაღლებთ განწყობას.
  5. ვაშლი მდიდარია პექტინით, ბოჭკოებით, ვიტამინებით, რკინით.

როგორ მოვამზადოთ სასმელი?

  1. ჯანჯაფილი გაასუფთავეთ, დაჭერით და მოათავსეთ ქვაბში.
  2. დაამატეთ დაჭრილი ვაშლი, ლიმონის კანი და დარიჩინის ჩხირები.
  3. დაასხით 4-5 ლ წყალი და ადუღეთ დაახლოებით 3 წუთი.
  4. გააჩერეთ ცოტა ხნით, შემდეგ კი გადაწურეთ.
  5.  დაახურეთ თავზე და დაელოდეთ გაგრილებას.
  6. დაამატეთ თაფლი და ლიმონის წვენი.
  7. სასმელი შეგიძლიათ მიიღოთ როგორც თბილი და ასე ცივი.

მოამზადეთ ეს საოცარი სასმელი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.