კიევური ტორტი – საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და პოპულარული ტკბილეულია, რომელსაც დიახალისები დღემდე ამზადებენ. ამ ტორტის უმნიშვნელოვანესი ნაწილებია ბისკვიტი და უნიკალური კრემი. ამბობენ, რომ ეს ტორტი შეცდომით შეიქმნა.
ტორტის ისტორია
ეპიკური ვერსია
არსებობს ლეგენდა, რომ ცნობილი კიევური ტორტი პირველად კარლ მარქსის საკონდიტროში(დღეისათვის ეს დაწესებულება გახლავთ “როშენის” ფაბრიკა)
შემთხვევით დაამზადეს 1956 წელს. თურმე, ერთ ცვლაში ბისკვიტისთვის კვერცხის ცილა გააფუჭეს, მაცივარში შედგმა დაავიწყდათ. მომდევნო ცვლაში გადაწყვიტეს, თანამშრომლების შეცდომა დაეფარათ და ტორტი იმისგან მოამზადეს, რაც დარჩა. ბისკვიტების განყოფილების მაშინდელი ხელმძღვანელი, კონსტანტინ პეტრენკო ვერც კი ივარაუდებდა, რომ ახალი, ხრაშუნა ბისკვიტები სსრკ-ს საკონდიტრო საქმიანობის ლეგენდად იქცეოდა. ამასთან, ქალაქისა და ქარხნის ერთ-ერთი სიმბოლოც გახდებოდა.
ოფიციალური ვერსია
სხვათაშორის, იმავე ფაბრიკაში, კიევური ტორტის გაჩენის ლამაზ ისტორიას ლეგენდას უწოდებენ. რეალურად, ტორტი ათობით კონდიტერის შრომისა და მცდელობის შედეგია, რომელიც 1956 წელს დაიწყეს. ტორტი 1973 წელს დააპატენტეს. გამოგონებების კომიტეტმა საავტორო უფლება მიანიჭა კონდიტერებს – ანა კურილოსა და გალინა ფასტოვეც-კალინოვსკის. თავისთავად, ტორტის შექმნის შემდეგ, სამუშაო არ შეწყვეტილა. ყოველწლიურად კიევური ტორტის რეცეპტურა უმნიშვნელოდ იცვლებოდა, უმჯობესდებოდა.
შენიშნვა: სსრკ-ს დროს, კიევურ ტორტზე მომუშავე თითოეულ კონდიტერს თავისებური ხელწერა ჰქონდა. დღეისათვის, წარმოების უნიფიკაციის სასარგებლოდ, ამ პრაქტიკაზე სრულად თქვეს უარი.
ბისკვიტის რეცეპტი
პირველ რიგში, ბისკვიტები უნდა მომზადდეს. ამისთვის რამდენიმე მოქმედება გჭირდებათ: 10 კვერცხი უნდა დაყოთ ცილებად და გულებად. ამის შემდეგ, 1 ჭიქა შაქარს დაუმატეთ ცოტაოდენი ვანილი. აიღეთ 1 ჭიქა თხილი(სასურველია, ტყის თხილი)მ შეწვით და დააქუცმაცეთ. შეურიეთ 1.5 ს.კ. ფქვილს(45-50 გ). ათქვიფეთ ცილები, თანდათან შეურიეთ შაქარი, სანამ მყარი ქაფი არ წარმოიქმნება.
როცა ამ ყველაფერს გააკეთებთ, დაუმატეთ ფქვილიანი თხილი და სწრაფად(ოღონდ ფრთხილად) შეუდექით ცომის ზელას. გააკეთეთ ეს ტალღოვანი მოძრაობით, ზემოდან ქვემოთ. სანამ მიღებული მასა მოცულობაში არ შემცირებულა, დააფინეთ ორ საცხობ ფორმაზე პერგამენტი და დაასხით ცომი ისე, რომ 1 სმ-ს არ აღემატებოდეს სიმაღლით. აცხვეთ 2-2.5 საათის განმავლობაში, 150 გრადუსზე.
კრემის რეცეპტი
ტორტის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რა თქმა უნდა, ტორტია. ჯერ აიღეთ 1-2 ცილა და შეურიეთ 1 ჭიქა შაქარს. მიღებულ მასას დაუმატეთ ნახევარი შეკვრა ვანილი და ნახევარი ჭიქა რძე. ეს ყველაფერი ხარშეთ ადუღებამდე ორთქლის აბაზანაზე, მუდმივად ურიეთ. ამავდროულად, უნდა ათქვიფოთ ხარისხიანი კარაქი, ოღონდ არა მარილიანი. ათქვიფეთ ქაფისებრი მდგომარეობის მიღებამდე, შეურიეთ მას კვერცხის, შაქრისა და რძის გაგრილებული მასა.
სურვილისამებრ, შეგიძლიათ კრემს ამ ეტაპზე კონიაკი დაუმატოთ.
გემრიელად მიირთვით!