ჩინური მედიცინის ძველი რეცეპტი გაწმენდს ღვიძლსა და თირკმელებს

შემოგთავაზებთ ჩინური მედიცინის უძველეს რეცეპტს, რომელიც ღვიძლისა და თირკმელების დეტოქსიკაციისთვის საუკეთესო საშუალებაა. გამწმენდი, უმარტივესი საშუალების გამოყენება აგარიდებთ მთელ რიგ პრობლემებს და გაგიუმჯობესებთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. გაწმენდის პროცესი სამ დღეს გრძელდება.

თირკმელები და ღვიძლი ორგანიზმის მეტაბოლოზმის პროცესში მთავარ როლს ასრულებს.

ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების  ჯანმრთელობაზე. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, მოერიდეთ ისეთი საკვების მიღებას, რომელიც შეიცავს ქიმიურ საღებავებს, გემრიელ არომატიზატორებს და სხვა მავნე ნივთიერებებს.

ჩინური მედიცინა ამტკიცებს, რომ ქალის ორგანიზმის რეპროდუქციულ სისტემას მთლიანად აკონტროლებს ღვიძლი.

ის პასუხისმგებელია მენსტრუაციული ციკლის ცვლილებებზე, საკვერცხის კისტის არსებობაზე, საშვილოსნოს მიომაზე, ვაგინალურ გამონადენზე ან ქავილზე. ღვიძლი გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე და არეგულირებს მენსტრუაციულ ციკლს.

თირკმელები ფილტრავს ორგანიზმში არსებულ სითხეს და სხვა ორგანოთა ენერგიის წყაროა, პასუხისმგებელია ძლიერი ძვლებისა და კბილების განვითარებაზე.

თირკმელების ფუნქციონირების გაუარესებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილზე.

თირკმელები და ღვიძლი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებია. მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე.

სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური იგრედიენტებით გაჯერებული უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც ეფექტურად წმენდს თირკმელებსა და ღვიძლს.

საჭირო იგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
  • ახალგამოწურული ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • გახეხილი ჯანჯაფილი ნახევარი ს. კ.
  • დაჭყლეტილი ნიორი ნახევარი ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ.
  2. რეცეპტის შემადგენლობაში არ შედის წყალი, მაგრამ თუ საჭიროებამ მოითხოვა, ცოტა დაამატეთ.
  3. მომზადებული სასმელი მიიღეთ ძილის წინ.
  4. მკურნალობა ხანგრძლივობა – სამი დღე.

თუ გაქვთ ჰიპერტონული დაავადებები რეცეპტის შემადგენლობიდან ამოიღეთ ჯანჯაფილი.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.