მსუბუქი და სიფრიფანა ბლინები მაიონეზის ბაზაზე. გამოდის ძალიან გემრიელი

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ბლინები არ უყვარს. მსუბუქი, სიფრიფანა, უგემრიელესი ბლინები ყველას სიამოვნების ჟრუანტელს ჰგვრის. ალბათ, დამეთანხმებით, რომ თქვენი პატარები ამ საოცრების მოლოდინში სამზარეულოს არ შორდებიან და ერთიმეორის მიყოლებით ქრება სიფრიფანა ბლინები.

ამ უგემრიელესი დესერტის მრავალი რეცეპტი არსებობს. ამჯერად, შემოგთავაზებთ ბლინების რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მაიონეზი.

ბლინების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 ს. კ. მაიონეზი
  • 1 ჩ. ჭ. ფქვილი
  • 2 ს. კ. შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს. კ. ზეთი
  • 2 ჩ. ჭ. თბილი წყალი
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი ვანილი

მომზადების წესი:

კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ მაიონეზი (შეგიძლიათ შინ მომზადებული გამოიყენოთ), შაქარი, მარილი,  ვანილი და მიქსერით ათქვიფეთ. შემდეგ ნელა-ნელა დაამატეთ  გაცრილი ფქვილი, თბილი წყალი და ზეთი.  ბლინები გამოაცხვეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.