სტატიაში შემოგთავაზებთ უგემრიელესი და უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც შეგივსებთ მაგნიუმის დეფიციტს.
როგორც ირკვევა, ადამიანთა უმეტესობას, ვისაც აწუხებს შაკიკი, ფეხის კრუნჩხვები, სახსრები და გული განიცდიან მაგნიუმის დეფიციტს.
გამოკვლევებმა ცხადყო, რომ შაკიკით დაავადებულ ადამიანთა უმეტესობას აქვს მაგნიუმის დეფიციტი და დღეში 200-600 მგ მაგნიუმის მიღება ამცირებს თავის ტკივილის სიხშირესა და სიმძიმეს. ამ მინერალის დამატება რეკომენდებულია შაკიკის პროფილაქტიკისთვის და აგრეთვე მწვავე შაკიკის სამკურნალოდ.
მიირთვით პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ამ საკვები ნივთიერებით და გათავისუფლდით გულის, სახსრების, სისხლძარღვების, ძვლების, კუნთების პრობლემებისგან.
მაგნიუმით მდიდარი პროდუქტებია: სეზამის თესლი, მზესუმზირის თესლი, ნუში, ფინიკი, შავი შოკოლადი, სელის თესლი, ხორბლის ქატო და სხვა პროდუქტები.
სტატიაში შემოგთავაზებთ სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც შეგივსებთ მაგნიუმის დეფიციტს.
თქვენ დაგჭირდებათ თითო ჭიქა თესლი, კაკალი ან ქატო, რაც გიყვართ ან, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომია. მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ და მოათავსეთ თასში. აიღეთ 1 ჩ. ჭ. ფინიკი, გამოაცალეთ კურკა, დააბლენდერეთ და დაამატეთ მომზადებულ მასას, შემდეგ დაამატეთ 1 ჩ. ჭ. ქიშმიში და კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
მომზადებული მასიდან გააკეთეთ მცირე ზომის ბურთულები და თქვენი გემოვნების მიხედვით ამოვლეთ სეზამის ან მზესუმზირის თესლში ან კაკაოში, ან დაჭრილ თხილში, ან შოკოლადში.
ეს უგემრიელესი ტკბილეული, რომელიც ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით არის გაჯერებული სასარგებლო იქნება როგორც უფროსებისთვის და ბავშვებისთვის.
მაგნიუმის დეფიციტის შევსება შეგიძლიათ ნატურალური პროდუქტების საშუალებით. მიირთვით ისეთი სასარგებლო ნატურალური პროდუქტები, როგორიცაა
- მწვანე ბოსტნეული
- პარკოსნები
- კარტოფილი კანიანად
- მარცვლეული
- ბრინჯი
- ბანანი
- იოგურტი
- სეზამის რძე
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.