თაფლის უძლიერესი სამკურნალო თვისებების სრულად ასათვისებლად საუკეთესო გზა მისი ნიღაბის გამოყენებაა.
ქარვისფერი სითხე უძველესი დროიდან ღმერთების დელიკატესად იყო მიჩნეული და ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, რომ თაფლი ენერგიის ბუნებრივი წყაროა. ის კანის მოვლის ხალხურ საშუალებათა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. თაფლი ეფექტურად გამოიყენება მუწუკების წინააღმდეგ, კანს უბრუნებს სინორჩესა და ჯანმრთელ იერს.
თაფლის ანტიბაქტერიული თვისებები
იქ, სადაც თაფლია ბაქტერიები ვერ იზრდებიან და მრავლდებიან. ის წმენდს ფორებს. თაფლის ცვილისებური კონსისტენცია ხელს უწყობს ჭუჭყისა და მკვდარი უჯრედების ფენის მოცილებას.
თაფლის ნიღაბი უმარტივესი მოსამზადებელია. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ არ გაქვთ თაფლზე ალერგია.
- თეფშზე დაასხით რამდენიმე სუფრის კოვზი თაფლი და თითების საშუალებით შეიზილეთ სახის კანზე.
- გაიჩერეთ 10-20 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდგ სახე კარგად დაიბანეთ.
- მალე შეამჩნევთ, რომ კანს დაუბრუნდება სინორჩე, მბზინვარება, სიგლუვე.
გამოიყენეთ ღვთაებრივი სითხე და იზრუნეთთქვენს სილამაზეზე.