მოიშორეთ შავი წერტილები ამ ხერხით, რათა დიდი ვადით დაიცვათ თავი მათი გაჩენისგან

რა იწვევს თავისმომაბეზრებელი შავი წერტილების გაჩენას? მათი გაჩენა შეძლება გამოიწვიოს კანის არასწორმა მოვლამ, მავნე საკვები პროდუქტების გამოყენებამ და ჰორმონალური ბალანსის დარღვევამ.

სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო საშუალების რეცეპტს, რომელიც სწრაფად და მარტივად მოგაშორებთ შავ წერტილებს.

საჭირო იგრედიენტები:

  • კბილის პასტა
  • ჯაგრისი
  • მარილი ¼ ჩ. კ.
  • წყალი (შეგიძლიათ გვირილის ნახარშიც გამოიყენოთ)
  • თეთრი თიხა ½ ს. კ.
  • იოგურტი ან არაჟანი ¼ ს. კ.

გამწმენდი პროცედურა

პირველი ნაბიჯი

ჯაგრისით აურიეთ ცოტა კბილის პასტა და მარილი. მომზადებული ნარევი დაიტანეთ პრობლემურ ადგილზე და ფრთხილად შეიზილეთ. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით ან გვირილის ნაყენით.

მეორე ნაბიჯი

სტერილური მარლის საფენი გააჯერეთ წყლით ან გვირილის ნაყენით. დაიფინეთ ცხვირზე და გაიჩერეთ 15-30 წუთი.

მესამე ნაბიჯი

თიხა და იოგურტი კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. ნაზავი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და გაიჩერეთ 10 წუთი. შემდეგ კი ცივი წყლით ან გვირილის ნაყენით დაიბანეთ.

პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ და დიდი ხნით შეუნარჩუნეთ სახის კანს სილამაზე.