ხრიკები, რომელთაც სამზარეულოში პროფესიონალი შეფ-მზარეულები იყენებენ

შემოგთავაზებთ რამდენიმე ხრიკს, რომელთაც სამზარეულოში გამოიყენებთ. მათი წყალობით, თქვენ პროფესიონალი შეფ-მზარეული გახდებით.

  1. იმისათვის, რომ კერძს ნივრის მსუბუქი არომატი შეჰმატოთ, ლანგარზე ან თეფშზე წაუსვით ნივრის კბილი და შემდეგ დაიტანეთ მომზადებული კერძი.
  2. საოცარი მარინადი ხორცისთვის: ლუდი, სოიოს სოუსი, მარილი და შავი პიმპილი გემოვნებით. ლუდი შეგიძლიათ დაამტოთ ჩაშუშულ  ბოსტნეულს, მოხარშულ კარტოფილს. ის  კერძს განსაკუთრებულ სუნსა და გემოს ჰმატებს.
  3. თუ გსურთ ღვიძლი არ გაგიმაგრდეთ, მარილით შეაზავეთ მომზადების შემდეგ.
  4. თუ გსურთ პეროგის ზედაპირი არ დაგეწვათ, ზემოდან გადააფარეთ ნესტიანი ქაღალდი.
  5. ბრინჯი რომ ქათქათა თეთრი გამოგივიდეთ, მოხარშვის დროს დაამატეთ ცოტა ძმარი.
  6. მოხარშულ კვერცხის გულს ლამაზად და მარტივად დაჭრით თუ დანის პირს გადაავლებთ ცივ წყალს.
  7. ადუღებამდე ჩააგდეთ ბულიონში ყინულის კუბიკი. შედეგად კი გამჭირვალე ბულიონს მიიღებთ.
  8. ლობიო თუ გინდათ არ გაგიმუქდეთ, მოხარშეთ ისე, რომ ქვაბას თავსახური არ დააფაროთ.
  9. ფარში უგემრიელესი გამოგივათ თუ უმ ხახვთან ერთად დაამატებთ დაბრაწულ ხახვს და ნედლ, წვრილად გახეხილ უმ კარტოფილს.
  10. საქონლის ხორცი მარტივად მომზადდება თუ მომზადებამდე 30 წუთით ჩადებთ მაიონეზში.
  11. ნუში მარტივად გაიფცქვნება თუ ჯერ ადუღებულ წყალს დაასხამთ, გააჩერებთ 5 წუთი, შემდეგ კი ცივ წყალში გადაიტანთ.
  12. არაჟანს დაამატეთ ცილა და მიიღებთ ფაფუკ კრემს.
  13. თუ ნალექიან ყავას მოხარშვის დროს დაამატებთ მწიკვ მარილს, თქვენს ყავას გასაოცარი გემო ექნება.
  14. თუ გსურთ ღუმელში შემწვარი ხორცი ოქროსფრად ლივლივებდეს და ძალიან გემრიელი იყოს, ზემოდან გადაუსვით ყურძნის წვენის, თაფლისა და კონიაკის ნარევი. შეგიძლიათ კონიაკის ნაცვლად გამოიყენოთ წყალი და მშრალი ღვინო.
  15. ხორცი დარბილდება თუ ხარშვის დროს ბანანის ქერქს დაამატებთ.
  16.  ,,შარლოტას“ აცხობთ და არ გინდათ, რომ ვაშლი ფორმის ფსკერისკენ დაიძრას, გირჩევთ, მომზადებამდე ვაშლის ნაჭრები  ფქვილში ამოავლოთ.
  17. საფანელად გამოიყენეთ დაფქვილი თხილი ნაცვლად ორცხობილისა (სუხარი). სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია ისეთ გასაოცარ გემოს მიიღებთ.
  18. ვინიგრეტი გაცილებით გემრიელი იქნება თუ დაამატებთ სუფრის კოვზ რძეს და ჩაის კოვზ შაქრის ფხვნილს.
  19. წვნიანს დაამატეთ სტაფილოს, კომბოსტოს ან პამიდვრის წვენი და ცეცხლიდან გადმოდგით. კერძს საოცარ გემოს შეჰმატებთ და ვიტამინებით გააჯერებთ.
  20. მარილის ნაცვლად გამოიყენეთ ლიმონის წვენი. ციტრუსი კერძს საოცარ არომატს მისცემს, წნევისთვისაც სასარგებლოა და მარილის გამოყენებაც არ მოგიწევთ.

გირჩევთ, გაითვალისწინოთ მოცემული რჩევები და თქვენი კერძების საოცარი გემოთი აღფრთოვანეთ ახლობლები.