სტატიაში შემოგთავაზებთ ორგანიზმის გამწმენდი კისელის რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც დიდ სარგებელს მოუტანს თქვენს ორგანიზმს. მიირთვით გამწმენდი კისელი და იზრუნეთ თქვენი სხეულის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.
შვრიის კისელი
შემოგთავაზებთ ერთ-ერთ საუკეთესო რეცეპტს თუ როგორ მოვამზადოთ შვრიის კისელი.
შვრიის ფანტელებს დაასხით თბილი წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 2-3 დღე. შემდეგ თუშფალანგით ან მარლის საშუალებით გადაწურეთ, დადგით საშუალო ცეცხლზე, ადუღეთ 15 წუთი, სანამ მასა არ შესქელდება. 5-10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ. არ არის რეკომენდებული მარილის ან ცხიმის დამატება. ამ საოცრად ეფექტური საშუალების წყალობით გაიწმენდთ ორგანიზმს, დაიკლებთ წონაში. ვინ არ ოცნებობს, რომ ლამაზი და ბრტყელი მუცელი ჰქონდეს.
ჭარხლის კისელი
გამწმენდი და გასახდომი კისელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი იგრედიენტები: შვრიის ფანტელი, უმი ჭარხალი, შავი ქლიავი და წყალი. ჭარხალი გათალეთ და გახეხეთ. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი შავი ქლიავი, შვრიის ფანტელები, დაფარეთ ცხელი წყალით და ადუღეთ სანამ მასა არ შესქელდება.
გამწმენდი კისელი სილამაზე და ჯანმრთელობა
არომატული გამწმენდი და გასახდომი სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი იგრედიენტები: ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი, ჭვავის პურის პატარა ნაჭერი, 1 ს. კ. არაჟანი, ნახევარი ჩ. ჭ. ცხიმინი კეფირი, 300 გრ შვრიის მარცვალი და არა ფანტელი. აიღეთ სამლიტრიანი ქილა, ჩაყარეთ შვრიის მარცვალი, დაამატეთ მოცემული იგრედიენტები, ყველაზე ბოლოს კი პურის ნატეხები და კარგად აურიეთ. ქილას დაახურეთ მარლა, 3 დღით დადგით ბნელ და თბილ ადგილზე. შემდეგ გადაწურეთ თუშფალანგის საშუალებით და მომზადებული სითხე გადაიტანეთ საშუალო ზომის ქვაბში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაახურეთ თავზე და კიდევ ცოტა ხანს ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. კისელი მზადაა.
განსხვავებით ზემოთ შემოთავაზებული საშუალებებისა, რომლებიც შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი რაოდენობით, ეს კისელი უნდა მიიღოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 3-ჯერ დღეში 100-100 გრ. მკურნალობის დროს უმჯობესია თუ არ მიირთმევთ ცხიმიან, შემწვარ საკვებს და მიიღებთ ვეგეტარიანულ სალათებს.
მოამზადეთ საოცარი, სამკურნალო, ძლიერმოქმედი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.