ფრჩხილის სოკო სახლის პირობებში დავამარცხე, რაშიც ეს საშუალებები დამეხმარა

სოკოვან ინფექციებს შეუძლია დააზარალოს სხეულის ნებისმიერი ნაწილი, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებულია ხელისა და ფეხის ფრჩხილების სოკოვანი დაავადებები.

სოკოვანი დაავადება დელეკატური პრობლემაა, რადგან ფრჩხილი კარგავს ფორმას, ფერს და იწვევს ფეხებზე ძლიერი, უსიამოვნო სუნის გაჩენას.

არ უნდა დაგვავიწყდეთ, რომ  ონიქომიკოსი მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის. ეს დაავადება შეიძლება მიზეზი გახდეს უფრო სერიოზული პრობლემის გავრცელების და შედეგად მოჰყვეს ფრჩხილის დაკარგვა.

სტატიაში შემოგთვაზებთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელთა წყალობით სოკოვანი ინფექციებისგან გათავისუფლდებით.

ბუნებრივი საშუალება №1

სოდა– ამქერცლავი და ანტისეპტიკური იგრედიენტია. სოდის საშუალებით თავს დააღწევთ ამ არასასურველ პრობლემას.

გამოყენების წესები:

  1. აურიეთ სოდა, დაამატეთ ცოტა წყალი ან ლიმონის წვენი, უნდა მიიღოთ სქელი, მაგრამ მსუბუქი მასა. მომზადებული საშუალება შეიზილეთ დაზიანებულ ფრჩხილზე, შემოიხვიეთ ცელოფანიი და დაიტოვეთ მთელი ღამით, დილით კი თბილი წყლით დაიბანეთ.
  2. სოდა ჩაყარეთ თქვენს ფეხსაცმელში და აირიდეთ სოკოვანი ინფექციების გავრცელება.

ბუნებრივი საშუალება №2

ნიორი ეს საოცარი ბუნებრივი პროდუქტი გაჯერებულია მიკრობებისა და ბაქტერიების საწინააღმდეგო შემადგენლობით, ამიტომ ის ეფექტურად ებრძვის ხელისა და ფეხის ფრჩხილებზე გაჩენილ ბაქტერიებსა და სოკოვან ინფექციებს.

გამოყენების წესები:

  1. 10 კბილი ნიორი დაჭყლიტეთ, დაამატეთ მცირე რაოდენობის თბილი წყალი და 15-20 წუთით დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე.
  2. ნიორს შეიძლება დაამატოთ ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ და 30 წუთით დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, შემდეგ კი ფეხი თბილი წყლით დაიბანეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.