შემოგთავაზებთ უგემრიელესი, ჰაეროვანი, ფუმფულა და ხილის არომატით გაჯერებული ბისკვიტის რეცეპტს.
ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 5 ცალი კვერცხი
- 1 ჩ. ჭ. ფქვილი
- 1 ჩ. ჭ. შაქარი
- ნახევარი ჩ. კ. ლიმონმჟავა
- ვანილი
- ხილი (თქვენთვის სასურველი)
მომზადების წესი:
- კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ მიქსერის მაღალ სიჩქრეზე. მასა უნდა გათეთრდეს. თქვეფთ, დაახლოებით 5-6 წუთი.
- მიღებულ ფუმფულა მასას დაამატეთ ვანილი, ლიმონმჟავა და ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი.
- შემდეგ დაამატეთ თქვენთის სასურველი ხილი. მაგალითად, ბანანი და კივი. საოცრად არომატული ორი ხილის კომბინაცია
- დესერტს განუმეორებელ გემოს ჰმატებს. ხილი გათალეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მზა მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და ზემოდან ლამაზად მოაწყვეთ დაჭრილი ხილი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.
პეროგს გაგრილების შემდეგ მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. ხილით გაჟღენთილი ბისკვიტი, მართლაც საოცრებაა. გემრიელად მიირთვით!