ყველამ კარგად ვიცით, რომ ვიტამინებით გაჯერებული წვნიანი, გემრიელი და საოცრად არომატული ნებისმიერი ჯიშის ხილი მრავალი დაავადების მკურნალია. მათი უმეტესობა უკიდურესად დადებითად მოქმედებს ჩვენს კეთილდღეობაზე.
ამჯერად, ვისაუბრებთ საოცრად არომატულ, სურნელოვან, ნარინჯისფერ ციტრუსზე მანდარინზე, რომელიც უამრავი სასარგებლო თვისებით არის გაჯერებული.
მანდარინის შემადგენლობა:
- საოცრად გემრიელი ნაყოფი.
- მას აქვს მდიდარი არომატი.
- შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს: B1, B2, B3, B6, B9.
- შეიცავს მინერალებს: მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, კალციუმს, კალიუმს, გოგირდს, თუთიას.
- მანდარინის მიღება აუცილებელი და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას მანდარინის ქერქის შესახებ. როგორც ირკვევა მანდარინის ქერქს ძალიან დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის.
სტატიაში იხილეთ ინფორმაცია მანდარინის ქერქის შესახებ და შეიტყვეთ რა სარგებლობა მოაქვს მას ადამიანის ორგანიზმისთვის.
1. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს.
გსურთ თავი დააღწიოთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემებს? ამისთვის დაფხვენით მანდარინის კანი და ფხვნილი დაამატეთ ნებისმიერ საკვებს.
ამ მეთოდის გამოყენებით მოიგვარებთ კუჭის პრობლემას და თავს დააღწევთ მუცლის შებერილობას.
2. მანდარინის ქერქი უძილობის წინააღმდეგ
აიღეთ მანდარინის ქერქი, მოათავსეთ პატარა ტომარაში და მისი გასაოცარი არომატი შეისუნთქეთ. პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთი. ამ მეთოდით მოგეხსნებათ თავის ტკივილი, უძილობის პრობლემა და დაღლილობა.
3. სოკო
სოკოვანი ინფექციები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომლის მოგვარებაში დაგეხმარებათ მანდარინის ქერქი. აიღეთ მანდარინის კანი და წვენი წაისვით დაზარალებულ ადგილებზე დღეში 2-ჯერ.
4. ხველა
ხველა ძალიან უსიამოვნო პრობლემაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს გაციებით ან რესპირატორული პრობლემებით.
მანდარინის კანის წყალობით ამ პრობლემას მოიგვარებთ. მანდარინის კანი გაახმეთ.
აადუღეთ წყალი და დაამატეთ მანდარინის 1 ჩ. ჭ. გამხმარი კანი. ნაყენი ერთი კვირით სიბნელეში დააყოვნეთ.
მომზადებული ნაყენის 20-20 წვეთი დაამატეთ საკვებს და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
5. ბრონქიტი
ნახევარი მანდარინის კანს დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი. გააჩერეთ 1 საათით და შემდეგ დალიეთ. სამკურნალო ნაყენი შეგიძლიათ დღეში 3-ჯერ მიიღოთ.
6. სურდო
მანდარინის ქერქის წყალობით გაითავისუფლებთ გაჭედილ ცხვირს. ადუღებულ წყალში ჩააგდეთ მანდარინის კანი და დუღილის ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში შეისუნთქეთ ორთქლი, მაგრამ ფრთხილად არ დაიწვათ.
7. ჰიპერტენზია და ტაქიკარდია.
მანდარინის კანები ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით 3 ლ წყალი. აადუღეთ და შემდეგ გააჩერეთ.
გადაწურეთ და ნახარში დაამატეთ აბაზანას. ჩაწექით აბაზანაში, ისიამოვნეთ და თან დაგიწყნარდებათ აღნიშნულ დაავადებათა სიმპტომები.
იხილეთ რა უპირატესობებს მოუტანს ორგანიზმს თუ ყოველდღიური კვების რაციონს დაამატებთ მანდარინს.
8. ყაბზობა
მანდარინის 88% შეადგენს წყალს, რისი წყალობითაც არომატული ციტრუსი ეფექტურდ ებრძვის ყაბზობასა და დეჰიდრატაციას (გაუწყლოებას).
9. არტერიული წნევა
მანდარინის შემადგენლობაში შედის სასარგებლო საკვები ნივთიერებები და მინერალები, მაგალითად კალიუმი, რომელსაც წნევის დამწევი ეფექტი აქვს. ზოგიერთი მკვლევარი გვირჩევს, რომ კარდიოლოგთან ვიზიტამდე მივირთვათ მანდარინი.
10. ჭრილობები
მანდარინის ზეთი ახორცებს ჭრილობებს. ის აგრეთვე დაბერების საწინააღმდეგო საშუალებაა, ათანაბრებს კანის ტონს და აუმჯობესებს სახის კანის მდგომარეობას. მანდარინის ზეთი ხელს უწყობს თმის ზრდას და აფერხებს გაჭაღარავებას.
11. ანემია
რეკომენდებულია მიირთვათ მანდარინი, რადგან C ვიტამინი ორგანონიზმს ხელს უწყობს რკინის ათვისებაში.
12. კიბოს პროფილაქტიკა
მანდარინს აქვს მჟავის მაღალი შემცველობა, რომელიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მანდარინი აგრეთვე შეიცავს აზოტის ოქსიდს, რომელიც ხელს უწყობს კიბოს გარკვეული ტიპების პრევენციას.
გამოკვლევების თანახმად, მანდარინის წვენი ამცირებს ღვიძლის სიმსივნის განვითარებას.
13. ათეროსკლეროზი
მანდარინი შეიცავს ნობილეტინს, რომელიც გვეხმარება ავირიდოთ არტერიების გამკვრივება და ცხიმების დაგროვება.
14. გასახდომი საშუალება
მანდარინის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოების წყალობით კუჭი დანაყრებულია. რეკომენდებულია ინსულინის დონის შესამცირებლად მიირთვათ მანდარინი.
15. C ვიტამინის წყარო
ვიტამინი C სასარგებლოა მთელი სხეულისთვის. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამიტომ მიირთვით მანდარინი და გაიჯერეთ ორგანიზმი C ვიტამინით.
მიირთვით მანდარინი, გამოიყენეთ მისი სოცარი კანები და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა.
ვიტამინი C სასარგებლოა მთელი სხეულისთვის. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამიტომ მიირთვით მანდარინი და გაიჯერეთ ორგანიზმი C ვიტამინით.
მიირთვით მანდარინი, გამოიყენეთ მისი სოცარი კანები და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა.