თუ წნევის მკვეთრი ცვლილებები თქვენთვის უცხო არ არის, ეს 5 საშინაო რეცეპტი ძალიან დაგეხმარებათ

355

თუ თქვენ არტერიული წნევისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები გაქვთ, ყურადღებით გაეცანით სტატიას. შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული 5 უძლიერესი სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომელთა დახმარებით შეძლებთ წნევის ნორმალიზებას.

1. ხახვი, ნიორი და ლიმონი

მოცემული პროდუქტების კომბინაციით შეძლებთ სისხლძარღვების გაწმენდას და წნევის დარეგულირებას.

უძლიერესი სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხახვი 1 თავი
  • ნიორი 1 კბილი
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. ხახვი დაჭერით წვრილად. ნიორი დაჭყლიტეთ. მზა ინგრედიენტები მოათავსეთ მინის კონტეინერში, დაამატეთ ლიმონის წვენი, წყალი და აურიეთ. დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ მთელი ღამე. მეორე დილით სასმელი გაფილტრეთ და მიიღეთ უზმოზე.
  2. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 9 დღე.

2. ზეთისხილის ფოთლები

ზეთისხილის ფოთლების საშუალებით შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის აღმოფხვრას. ზეთისხილის ფოთლებით შეგვიძლია არტერიული წნევის კონტროლი.

სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ზეთისხილის ფოთლები მუჭა
  • წყალი 1 ლ

მომზადებისა და მიღების წესები:

კარგად გარეცხილ ზეთისხილის ფოთლებს დაასხით წყალი და აადუღეთ. მომზადებული ნახარში მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში და შეძლებთ მაღალი არტერიული წნევის შემცირებას.

3. ბადრიჯანი დაბალი წნევის დროს

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი 1 ცალი
  • წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. ბადრიჯანი გარეცხეთ, არ გათალოთ, დაჭერით, ჩაყარეთ ბლენდერში, დაასხით წყალი და დააბლენდერეთ.
  2. მომზადებული სასმელი მიიღეთ საუზმემდე 10 წუთით ადრე.  გაითვალისწინეთ, მაღალი წნევის დროს მოცემული ნარევის დალევა არ შეიძლება.

4. მანგოს ფოთლები

უძლიერესი სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მანგოს ფოთოლი 2 ცალი
  • ადღებული წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. მანგოს ფოთლები კარგად გარეცხეთ, დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ ხუფი და გააგრილეთ.
  2. სასმელის თითო-თითო ჭიქა მიიღეთ დღეში 2-ჯერ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 3 დღე.

5. ისპანახი და ლიმონი

სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ისპანახი 50 გრ
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და მიღების წესები:

ისპანახი კარგად გარეცხეთ, დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და დააბლენდერეთ. სასმელი დალიეთ მომზადებისთანავე. მიიღეთ სამ დღეში ერთხელ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!