ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის ლიმონის წვენით გაჯერებული 1 ფინჯანი თბილი წყალი-დილის ერთ-ერთი საუკეთესო რიტუალია. ლიმონის წვენი უძლიერესი ანტიოქსიდანტია. ეს საოცარი ციტრუსი დიდი რაოდენობით შეიცავს B და C ვიტამინებს, კალიუმს, ნახშირწყლებს, ეთერზეთებს და ბევრ სხვა კომპონენტს.
რეგულარულად მიიღეთ ლიმონის წვენი და გაიძლიერეთ იმუნიტეტი, გაიუმჯობესეთ საჭმლის მომნებელი ტრაქტის ფუნქციონირება, დაიკელით წონაში და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები.
თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილი 13 პრობლემისგან რომელიმე გაწუხებთ, დაიწყეთ ლიმონიანი წყლის რეგულარულად მიღება.
1. გამონაყარი
ლიმონიან წყალს შეუძლია გაგათავისუფლოთ გამონაყარისგან და აკნესგან. შემოგთვაზებთ კიდევ ერთ მარტივ მეთოდს-გაიწმინდეთ სახე ლიმონის წვენით.
2. კენჭები თირკმელებში
კალიუმი ზრდის შარდში ციტრატის დონეს, რაც ხელს უშლის მარილების წარმოქმნას, რომელიც თირკმელებში კენჭების წარმოქმნის საფუძველია.
3. დაბალი იმუნიტეტი
ლიმონიანი წყალი ზრდის იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს პათოგენების სწრაფად აღმოფხვრასა და გამოვლენას.
4. ჭარბი წონა
ლიმონის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს. ციტრუსი მდიდარია პექტინით, რაც ხელს უწყობს შიმშილის გაკონტროლებას. ლიმონის წვენს შეუძლია გააძლიეროს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება, ის აგრეთვე ასტიმულირებს ნაღვლის წვენის გამომუშავებას.
5. ნაღვლის ბუშტის პრობლემა
თუ თქვენ ნაღვლის ბუშტის პრობლემები გაქვთ და შარდვის დროს ტკივილი გაწუხებთ, ჭამის დროს აუცილებად დალიეთ ლიმონიანი წყალი.
6. გაციება და გრიპი
C ვიტამინით მდიდარი ლიმონი ნატურალური ანტიოქსიდანტია. მისი ანტიბაქტერიული თვისებები დაგეხმარებათ სწრაფად განიკურნოთ გრიპისგან და გაციებისგან.
7. გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება
ლიმონიანი წყალი შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას. 2 კვირის შემდეგ მდგომარეობა გაგიმჯობესდებათ.
8. სუსტი ფრჩხილები
ლიმონის წვენი აძლიერებს ფჩხილებს, მოგაშორებთ თეთრ ლაქებს, რომელიც ანემიის პირველი ნიშნებია.
9. მოწამვლა
ლიმონიანი წყალი დაგეხმარებათ, აიცილოთ საკვებით მოწამვლა.
10. ანთება
ლიმონიანი წყალი ანეიტრალებს მჟავიანობას. მას შეუძლია ანთებითი პროცესების შეფერხება და აღმოფხვრა.
11. ვარჯიშის შედეგად გამოწვეული კუნთების ტკივილი
დალიეთ ლიმონიანი წყალინ და შეიმსუბუქეთ ტკივილი.
12. შეშუპება და სახსრების ტკივილი
ლიმონის წვენი ამცირებს შარდმჟავას დაგროვებას სახსრებში და ამით ხელს უშლის ანთებისა და ართრიტის განვითარებას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მიიღეთ ლიმონიანი წყალი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.