სწორი პოზით ჯდომა ან სიარული ყველასთვის სასურველი ასპექტია, თუმცა ცოტას ახასიათებს ეს. სწორედ ამიტომ შევაგროვეთ ყველაზე იდეალური ხრიკები, რომლებიც თქვენი წელის პოზასაც გამოასწორებს და ცხოვრებასაც ძალიან გაგიმარტივებთ.
გააკეთეთ პოზის გამოსასწორებელი ვარჯიშები
იპოვეთ ისეთი ვარჯიშები, რომლებიც სწორედ ამ ასპექტზეა მორგებული. შეეცადეთ მათ გაკეთებას დაუთმოთ 10-20 წუთი დღეში. ზედმეტად ნუ გადაღლით საკუთარ სხეულს მათი საშუალებით და თუკი მაგალითად ოფისის მაგიდასთან გიწევთ მთელი დღე ჯდომა, ხშირად გაახურეთ თქვენი ზურგი, კისერი და მხრები.
დააორგანიზეთ თქვენი სამუშაო სივრცე
თუკი დიდხანს გიწევთ კომპიუტერთან ჯდომა, მაშინ მაგიდის და სკამის პოზიცია სწორად უნდა შეარჩიოთ. ყურადღება მიაქციეთ მათ სიმაღლესა და გადახრის კუთხეს.
დაიჭირეთ მობილური სწორად
ჩვენი უმრავლესობა თავს ძალიან დაბლა ვხრით ლეპტოპებისა და სმარტფონების გამოყენებისას. ეცადეთ დაიჭიროთ თქვენი მობილური თქვენს წინ და ასევე დაიდეთ თქვენი ლეპტოპი წინ ისე, რომ მისი შეხედვისას კისერი ძალიან არ დაგეძაბვოთ დაბლა ჩამოწევით.
დააყენეთ სპეციალური აპლიკაციები თქვენს სმარტფონზე
არსებობს უამრავი მობილური აპლიკაცია იმისათვის, რომ თქვენი პოზა გააკონტროლოთ. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული აპლიკაციაა Nekoze, რომელიც თქვენი სმარტფონის კამერის დახმარებით გააკონტროლებს თქვენი ჯდომის მანერას და ხმით შეგატყობინებთ, თუ ცუდ პოზას მიიღებთ.
ისწავლეთ სწორად სუნთქვა
სუნთქვა ჩვენი მოძრაობისა და შეგრძნებებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია. დიაფრაგმის დახმარებით უფრო ეფექტურად ისუნთქებთ და ლამაზი პოზაც ბუნებრივად შეგიმუშავდებათ.
ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება პოზას და სიარულის მანერას
ყოველთვის უნდა გახსოვდეთ წელის სწორ მდგომარეობაში შენარჩუნება. ამის გაკონტროლება მნიშვნელოვანია როგორც მუშაობის, ისე მანქანის ტარებისა თუ ძილის დროსაც. ბოლო ასპექტის შემთხვევაში შეგიძლიათ შეიძინოთ სწორი ბალიში, გადასაფარებელი და ლეიბი ამ პრობლემაზე საზრუნველად.
ჯდომისას ზურგს შეუნარჩუნეთ 135 გრადუსიანი კუთხე
სწორ პოზაში ჯდომისას ზურგის ჯანსაღი კუთხის ფორმის მიღება წელს ნაკლებად დაგიჭიმავთ.
დაკავდით იოგით და გაავარჯიშეთ კუნთები
იოგა საუკეთესო დამხმარეა როგორც სულიერი, ისე ფიზიკური სიჯანსაღის მიღწევის მსურველებისათვის. მსგავს საკითხებში დახმარება ასევე შეუძლია აერობიკასაც.
ისწავლეთ სწორად დადგომა
ეცადეთ არ მოიხაროთ და დადგეთ რაც შეიძლება გამართულად, რის დროსაც წელი უნდა იყოს სწორ მდგომარებაში და ფეხები მხრების სიგანეზე. საჯდომი ოდნავ წინ უნდა იყოს გამოწეული და მხრები მათზე ოდნავ უკან. ეს თქვენი ხერხემლისთვის იდეალური მდგომარეობაა სხეულის დასაჭერად. ნუ ჩაიწყობთ ხელებს ჯიბეებში.