როგორ გავხადოთ ნაოჭები და ლაქები ნაკლებად შესამჩნევი მინიმალურ დროში, ნატურალური პროდუქტით

ახალგახრდული იერის შენარჩუნებაზე ყველა ქალი ოცნებობს,  სასურველი შედეგის მისაღწევად არ იშურებენ დროსა და თანხებს. ადამიანთა უმრავლესობას ურჩევინია ფული ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებში დახარჯოს, მაშინ როდესაც დედაბუნება გვაძლევს უამრავ ნატურალურ პროდუქტს, რომლებიც სასარეგლო თვისებებით არის გაჯერებული.

ბუნების ერთ-ერთი საოცრებაა სელის თესლი, რომელიც მდიდარია სასარგებლო თვისებებით.

გამოიყენეთ სელის თესლი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.

სტატიაში შემოგთვაზებთ სელის თესლის ბაზაზე შექმნილი კანის გამამკვრივებელი საშუალების რეცეპტს, რომელიც აუცილებლად მოამზადეთ დილით და გამოიყენეთ ყოველ საღამოს.

აიღეთ 1 ჩ. კ. სელის თესლი, დაასხით 1/3 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი და კარგად აურიეთ, დაახურეთ ხელსახოცი და  დააყოვნეთ საღამომდე. საღამოს გაიწმინდეთ სახის კანი და ყელის მიდამოები და ბამბის საფენით თხელ ფენად შეიზილეთ სელის ნაყენი. დაელოდეთ პირველი ფენის გაშრობას და წაისვით მეორე ფენა. ასე გაიმეორეთ 5-ჯერ. ეცადეთ პროცედურის დროს არ გაიღიმოთ, არც ისაუბროთ, უბრალოდ მშვიდად და წყნარად დაწექით. პროცედურის შემდეგ სახე დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ღამის მალამო.

სახის კანისა და ყელის მიდამოების საოცრად ეფექტური ლიფტინგი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია გაგაოცებთ და შედეგით აღგაფრთოვანებთ.

სულ რაღაც 12-15 პროცედურა და თქვენს თავს ვეღარ იცნობთ.

ნუ დააყოვნებთ, ნუ გადაიხდით ზედმეტს. მოამზადეთ უმარტივესი ნატურალური საშუალება და კიდევ დიდხანს დატკბით ახალგაზრდული იერით.