ღვიძლი ორგანოა, რომელიც ფილტრავს ყველაფერს, რაც ხვდება ჩვენს ორგანიზმში. ყველაფერს, რასაც ვჭამთ, ვსვამთ, ვისვამთ კანზე, ფილტრავს ღვიძლი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ამ ორგანოზე და დავეხმაროთ ჩვენს ორგანიზმს მუდმივ ბუნებრივ დეტოქსიკაციაში.
სტატიაში შემოგთავაზებთ 3 უმარტივეს რჩევას, რომელთა გათვალისწინებით, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, შეძლებთ ორგანიზმში სასიკეთო ცვლილებების მოხდენას, ღვიძლის გაწმენდასა და ზედმეტი კილოგრამების მოშორებას.
1. საუზმემდე მიიღეთ თბილი წყლის, ლიმონის წვენისა და თაფლის ნარევი
უზმოზე დალიეთ ფინჯან თბილ წყალში გახსნილი ლიმონის წვენი და ჩაის კოვზი თაფლი. ამ გზით ხელს შეუწყობთ ღვიძლის გაწმენდას, გაიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას და მიანიჭებთ ორგანიზმს ბევრ სხვა სარგებელს.
გაითვალისწინეთ, რომ სასმელი აუცილებლად უნდა მიიღოთ უზმოზე და შემდეგ გააგრძელეთ ყოველდღიური რუტინა.
2. მიირთვით სუპერპროდუქტები
დაამატეთ კვების რაციონს სუპერპროდუქტები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. მათი წყალობით ვიღებთ ვიტამინებს, ენერგიას, სასარგებლო ცხიმოვან მჟავებსა და სხვა საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროა ჩვენი ორგანიზმის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის. მაგალითად, დაიწყეთ დღე ჩიას მარცვლებით, მოცვით, ნუშით ან თხილეულისა და თესლეულის ნარევით.
აუცილებლად დაამატეთ კვების რაციონს ხილი, მწვანილი, უმი ბოსტნეული.
3. იმოძრავეთ
გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიშები, ისეირნეთ, იარეთ კიბეებზე, გააკეთეთ ყველაფერი, რითაც დაეხმარებით თქვენს ორგანიმს. ეს ხელს შეუწყობს დეტოქსიკაციის ბუნებრივი გზით გააქტიურებას.
დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ნატურალური, დაბალკალორიული იოგურტი და მიირთვით რამდენიც გინდათ. საუკეთესოა ბერძნული იოგურტი, რადგან გაკმაყოფილებთ და ხელს უწყობს მადის შემცირებას. შეგიძლიათ იოგურტს დაამატოთ ხილი, მცირე რაოდენობით დარიჩინი, სელის დაფქული თესლი. ის იდეალური საკვებია წონაში დასაკლებად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.
გაითვალისწინეთ მოცემული უმარტივესი რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!