მარტივი და საოცრად ეფექტური საშუალებები ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას.
ჯანჯაფილი ანთების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია.
ის აგრეთვე აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, ასტიმულირებს ფერმენტების გამოყოფას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ჯანჯაფილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემების მკურნალად გვევლინება. მაგალითად, როგორიცაა, ვარიკოზი, ცელულიტი, თავის ტკივილი, გრიპი, გაციება, დიარეა, ართრიტი, კუჭის ტკივილი, არეგულირებს და აკონტროლებს ქოლესტერინის დონეს.
გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ჯანჯაფილი ართრიტისა და კუნთების ქრონიკულ ტკივილებს ამცირებს.
ჯანჯაფილი ორგანიზმის დეტოქსიკაციის საუკეთესო სასუალებაა. ის ასწრაფებს მეტაბოლიზმს, რომელიც ხელს უწყობს სწრაფად გახდომას. ჯანჯაფილი მადის დამქვეითებელი საუკეთესო საშუალებაა.
სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი საშუალებების რეცეპტებს, რომელთა ძირითადი იგრედიენტი ჯანჯაფილია.
1. წონაში სწრაფად დასაკლები ჯანჯაფილის ჩაი
საჭირო იგრედიენტები:
- დაფქვილი დარიჩინი 1 ჩ. კ.
- ლიმონი ½
- დაჭრილი ჯანჯაფილი 2 ჩ. კ.
- გაწმენდილი წყალი 750 მლ
მომზადების წესი:
- მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე, დაამატეთ დარიჩინი და ჯანჯაფილი.
- აურიეთ, გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ და გააჩერეთ 20 წუთი.
- დაჭერით ლიმონი და დაამატეთ ჯანჯაფილის ჩაის.
- სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ პიტნა, დაატკბოთ თაფლით, მაგრამ არ გამოიყენოთ შაქარი და სხვა დამატკბობელი საშუალებები.
- რეკომენდებულია სასმელი მიიღოთ 20 დღის განმავლობაში 250 მლ დღეში 2-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- შემდეგ შეისვენეთ 7 დღე და კურსი გაიმეორეთ.
2. ვიტამინების ჩაი, რომლის მიღებაც განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულსა და ზათარში
საჭირო იგრედიენტები:
- დაჭრილი სტაფილო ½ ჩ. ჭ.
- ნახევარი ლიმონის წვენი
- კეფირი ან იოგურტი 150 მლ
- ქოქოსის ზეთი 1 ს. კ.
- გახეხილი ჯანჯაფილი ½ ჩ. კ.
- სელის თესლი 2 ს. კ.
- სეზამი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ, კარგად აურიეთ და დაუყონებლივ მიიღეთ.
3. ჯანჯაფილის გასახდომი წყალი
საჭირო იგრედიენტები:
- დაჭრილი ჯანჯაფილი 2 ჩ. კ.
- გაწმენდილი წყალი 2 ლ
მომზადების წესი:
- დოქი აავსეთ გაწმენდილი წყლით და დაამატეთ ჯანჯაფილი. მომზადებული ნარევი დააყოვნეთ მთელი ღამით.
- მეორე დღეს დაამატეთ 2 ჩ. კ. ლიმონის წვენი და მოურიეთ. მომზადებული სასმელი მიიღეთ ყოველ დღე სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.