კვირაში 1-ხელ ამ საშინაო ნიღაბს ვიყენებ. ბიუჯეტური და უსაფრთხოა, ლაქებსა და ნაოჭებს კი სწრაფად ამცირებს

0
1047

შემოგთავაზებთ უძლიერესი, მარტივი, ბიუჯეტური და უსაფრთხო ნიღაბის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ კანის ისეთი პრობლემების აღმოფხვრას, როგორიცაა, ასაკობრივი ლაქები, კანის ანთება. ნიღაბი ატენიანებს, ჭიმავს და  კვებავს კანს. შეგიძლიათ გამოიყენოთ სახის კანზე, კისერზე, მკერდის ზონაზე.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გაწმენდილი წყალი 50 მლ (შეგიძლიათ გამოიყენოთ გადადუღებული ან გაყინული წყალი)
  • საკვები სოდა ნახევარი ჩ. კ.
  • ვაშლის ძმარი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ალოე ვერას გელი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. წყალი ჩაასხით ფინჯანში, დაამატეთ ვაშლის ძმარი და ნელ-ნელა შეურიეთ სოდა.
  2. შემდეგი თანმიმდევრობით დაამატეთ ლიმონის წვენი, ალოე ვერას გელი, თაფლი და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. შემდეგ დაიბანეთ სახის კანი, კისერი, მკერდის ზონა და ხელები. გაიწმინდეთ რბილი ქსოვილით და წაისვით მომზადებული მასა. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ თხელ ფენად გადაისვით ნუშის ან ქოქოსის ზეთი.
  4. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 1-2-ჯერ.

ნიღაბის გამოყენებამდე გაიკეთეთ ტესტი ალერგიაზე. მცირე მასა წაისვით იდაყვის შიგნითა მხარეს და დაელოდეთ რამდენიმე წუთი. თუ კანი არ გაგიღიზიანდათ, თამამად გამოიყენეთ ნიღაბი.

არ დაგავიწყდეთ შემადგენლობაში შედის ლიმონი, ამიტომ ნიღაბი გაიკეთეთ საღამოს.

კანი მგრძნობიარე ორგანოა, ამიტომ მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. გაანებივრეთ კანი ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ბუნებრივი ინგრედიენტებით და შედეგით ისიამოვნეთ!