ჩიტის რძის ეს ვარიანტი ჩემი შვილების საყვარელი დესერტია

1104

,, ჩიტის რძე“ საბჭოთა საკონდიტრო ნაწარმის კლასიკაა, რომლის რეცეპტი ჯერ კიდევ 70-იან წლებში გამოიგონეს მოსკოვში. და ვისაც ერთხელ მაინც დაუგემოვნებია ეს საოცრება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გემოს ვერ დაივიწყებს. დესერტის პირველი ფენა ფაფუკი ცომია, მეორე-ცილოვანი სუფლე, ბოლოს კი შოკოლადის მინანქარი.

აუცილებლად მოამზადეთ ,,ჩიტის რძე,“ ჯერ ერთი, რომ უგემრიელესია და ამავე დროს ძალიან მარტივი მოსამზადებელია.

გაიხსენეთ ბავშვობა და ისიამოვნეთ საოცარი დესერტით.

საჭირო იგრედიენტები:

  • შაქარი 150 გრ
  • ფქვილი 200 გრ
  • გამაფხვიერებელი ან სოდა 1 ს. კ.
  • ნაღები 300 გრ
  • კვერცხი 4 ცალი
  • კაკაო 2 ს. კ.
  • რძე 50 მლ
  • შავი შოკოლად 200 გრ

მომზადების წესები:

1. აიღეთ თასი, კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. ცალკე ჭურჭელში აურიეთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და დაამატეთ კვერცხიან მასას. ნამცხვრის პირველი ფენა მზადაა.

2. საცხობ ყალიბში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ჩასხით მომზადებული მასა, გაანაწილეთ თანაბრად და 30 წუთით შედეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.

3. ათქვიფეთ ნაღები ისე, რომ მიიღოთ ჰაეროვანი მასა. გამომცხვარი ფენა დაჩხვლიტეთ კბილის ჩხირით და თანაბრად ჩაასხით რძე ისე, რო ბისკვიტი კარგად გაჟღინთოს. ზემოდან გადაუსვით ნაღები და 1 საათით შედეთ მაცივარში.

გაადნეთ შოკოლადი და ნაღების ფენას გადაუსვით. დაელოდეთ გაციებას და მორთეთ ნებისმიერი კენკრით. ძალიან კარგი იქნება თუ მოსართავად მარწყვს გამოიყენებთ. ბოლოს კი შეგიძლიათ ზემოდან შაქრის ფხვნილი მოაყაროთ ან შოკოლადი მოახეხოთა, ან კაკო მომიაფრქვიეთ.

შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით მოამზადეთ უგემრიელესი ,,ჩიტის რძე“, ისიამოვნეთ და საყვარელ ადამიანებსაც ასიამოვნეთ.