40-დან 45 წლამდე ასაკის ხართ, მაგრამ გამოიყურებით, ისე როგორც 50-55 წლის. და ამის მიზეზი არის, რომ თქვენს გარეგნობასა და კოსმეტიკურ პროცედურებს სათანადო ყურადღებას არ უთმობთ.
ყველამ კარგად იცით, რომ ასაკის მატებასთან ერთად პირველი სახის კუნთები დუნდება, ამიტომ შეუძლებელია მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილება, მაგრამ არ უნდა მოდუნდეთ და პრობლემებს უნდა შეებრძოლოთ. თუ ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურებისა და საშუალებების გამოყენება არ შეგიძლიათ, მაშინ ცადეთ ხალხური მედიცინის რეცეპტების მიხედვით მომზადებული საშუალებები.
სტატიაში შემოგთავზებთ საშინაო პირობეში მომზადებული ნიღაბის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც დროს უკან დააბრუნებთ. პროცედურა უმარტივესია და შემადგენელი იგრედიენტებიც იაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომია, ხოლო შედეგი გასაოცარია. თქვენი გამოსახულება სარკეში პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ კი სუკეთესო მოტივაცია იქნება.
ჯადოსნური ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ორი იგრედიენტი:
- კვერცხის ცილა (ნახევარი)
- კარტოფილის წვენი 2 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
კარტოფილი გახეხეთ, წვენი მარლის საშუალებით გამოწურეთ, დაამატეთ 1 კვერცხის ცილის ნახევარს და აურიეთ. აიღეთ მარლის ფირფიტები, დაიტანეთ მომზადებული ნიღაბი და დაიფინეთ დახუჭულ თვალებზე, დაიყოვნეთ 20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მაქსიმალური ეფექტისთვის ნიღაბი წაისვით სახეზეც.
ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ. გაითვალისწინეთ, კარგი იქნება თუ ქუთუთოების ვარჯიშსაც გაიკეთებთ.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და დარწმუნდით ნიღაბის ეფექტურობაში.