15 ნიშანი იმისა, რომ გული შეფერხებებით მუშაობს

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა შიძლება მოულოდნელად იჩინოს თავი, რადგან საწყის ეტაპზე გულის პრობლემები შეუმჩნეველია.

იხილეთ იმ სიმპტომთა ჩამონათვალი, რომლებიც გატყობინებთ, რომ თქვენი გული სათანადოდ არ მუშაობს. დაუყონებლივ მიაქციეთ ყურადღება ამ პრობლემებს და მიხვდებით, რომ სიცოცხლისათვის აუცილებელ,  ფასდაუდებელ ორგანოს დახმარება სჭირდება. განსაკუთრებული ყურადღება კი 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს მოეთხოვებათ.

1. გადაცემითი ტკივილი ხელში

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, როცა ტკივილი იწყება მკერდიდან და გადაეცემა მარცხენა  ხელს ე. ი. თქვენ დაავადების გამწვავებული ფორმა გაქვთ. ზოგჯერ ხელი უფრო გტკივათ, ვიდრე გულ-მკერდი.

2. შეუჩერებელი ხველა

ასეთი ხველა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ფილტვებს სისხლი საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება. და თუ ეს სიმპტომი აღგენიშნებათ დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

3. ფეხების შეშუპება

გულის უკმარისობა იწვევს ფეხების შეშუპებას. გული ვენებიდან მოწოდებულ სისხლს სათანადოდ ვეღარ აწვდის ფილტვებს და სისხლი ვენებში გუბდება. გულის უკმარისობის გამო თირკმელები ცუდად მუშაობენ, რაც შეიძლება ფეხების შეშუპების მიზეზი იყოს.

4. მადის დაკარგვა

გულის უკმარისობა იწვევს დისკომფორტს მუცლის არეში, რომელიც იწვევს მადის დაკარგვას.

5. ღებინება

ღებინება, გულძმარვა, დისკომფორტი და ტკივილი მუცლის არეში-პრობლემებია, რომლებიც მიუთითებს, რომ თქვენს გულს დახმარება სჭირდება.

6. გადაჭარბებული შფოთვა

არის შემთხვევბი, როდესაც გულის შეტევას ახლავს გადაჭარბებული შფოთვა, სიკვდილის შიში.

7. გონების დაკარგვა

სისუსტე, თავბრუსხვევა, თვალებში დაბნელება, გონების დაკარგვა ინსულტის თანმხლები სიმპტომებია. გონების დაკარგვა შეიძლება გულის ფუნქციის დარღვევამაც გამოიწვიოს.

დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ სათანადო გამოკვლევები. თუ შემთხვევით შეესწრებით, რომ თქვენს გვერდით ვინმე გონებას დაკარგავს აუცილებლად გამოუძახეთ სასწრაფო დახმარებას.

8. დაღლილობა

გულის შეტევმდე რამდენიმე დღით ადრე ადამიანი გრძნობს სიმძიმეს, აუხსნელ დაღლილობას. ზოგჯერ ადამიანი ისე ცუდად გრძნობს თავს, რომ ფურცლის დაჭერაც კი არ შეუძლია.

9. გამონაყარი კანზე

კვლევებმა ცხადყო, ეგზემით დაავადებულ ადამიანებს მაღალი წნევის რისკი ეზრდებათ 48 %-ით, ხოლო ქოლესტერინის მაღალი დონის რისკი 29 %-ით, გულის პრობლემების რისკი-58 %-ით.

10. გახშირებული სუნთქვა

სუნთქვა გასეირნების შემდეგ კი გიჭირთ? ასეთი სიმპტომები დამახასიათებელია გულის უკმარისობისთვის.

11. ნადრევი სიმელოტე

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ნაადრევი სიმელოტე და გაჭაღარავება 40 წლამდე მამაკაცებში, მიუთითებს გულის დაავადებებისადმი მიდრეკილებას.

12. გულის რითმის დარღვევა

გულის რითმი დარღვეული გაქვთ-ეს შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემებით იყოს გამოწვეული. მათ შორის არის გულის იშემიური დაავადებებიც.

13. ხშირი შარდვა

ღამით რამდენჯერმე დგებით. იქნებ გაცივდით ან საღამოს ბევრი სითხე მიიღეთ? შეიძლება ეს გულის უკმარისობის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს. ღამით, როდესაც წევხართ თირკმელებში სისხლის მიმოქცევა იზრდება და იწვევს ხშირ შარდვას.

14. ძილის აპნოე

აპნოე არის სუნთქვის შეწყვეტა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა მიზეზებმა გამოიწვიოს. თუ სუნთქვის შეწყვეტის პროცესი 10 წამზე მეტხანს გაგრძელდა ეს უკვე აპნოედ ითვლება. ვისაც ძილის აპნოე აქვს სუნთქვის შეწყვეტა შეიძლება ღამეში რამდენჯერმე განმეორდეს.

ჟანგბადის შიმშილი, რომელიც ხდება სუნთქვის წყვეტის დროს იწვევს გულის კუნთის ქრონიკულ დაზიანებას.

15. ოფლიანობა

ცივი ოფლი გულის შეტევის საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, ნუ უგულებელყოთ ამ სიმპტომებს და თუ რომელიმე მათგანი აღგენიშნებათ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.