
არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა და წარმოადგენს გულის, თავის ტვინის, თირკმელებისა და სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორს.
მაღალი წნევა ძალიან საშიში მდგომარეობაა, რომელიც გავლენას ახდენს არტერიების ჯანმრთელობაზე. არტერიები კარგავს მოქნილობას და სისხლი თავისუფლად ვერ ცირკულირებს. მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს გამოწვეულია ჭარბი ქოლესტერინითა და ცხიმების დაგროვებით, რაც იწვევს სისხლის გასქელებას.
სისიხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, არტერიული წნევის შესამცირებლად და სისხლძარღვების გასაწმენდად გამოიყენეთ ნიორი.
ნიორი უძლიერესი სამკურნალო პროდუქტია, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა აღმოსაფხვრელად.
ნიორი შეიცავს გოგირდოვან ნაერთს ალიცინს, რომელიც ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია. ალიცინი აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალიზებას.
შთამბეჭდავია ნივრის ანტიჰიპერტენზიული მნიშვნელობა, მაგრამ გაითვალისწინეთ, მოქმედებს მხოლოდ ნედლი სახით, რადგან მისი მოლეკულური სტრუქტურა იცვლება ტემპერატურის ცვლილებისას.
თუ ნიორს დაამატებთ შარდმდენი ეფექტის მქონე პროდუქტებს და ანტიოქსიდანტებით მდიდარ საკვებს, შეგიძლიათ აღმოფხვრათ ყველაფერი, რაც სისხლძარღვების კედლებს ასქელებს, სისხლს ამკვრივებს და ამავდროულად შეძლებთ არტერიების გაძლიერებას.
ნივრის ფხვნილი
თუ არ გიყვართ ნიორი, არ გსიამოვნებთ მისი უსიამოვნო სუნი, გამოიყენეთ ნივრის ფხვნილი.
ნივრის ფხვნილი მოაყარეთ სალათებს, სხვადასხვა კერძებს. გამოიყენეთ ეს საოცარი ბოსტნეული რეგულარულად და აირიდეთ ჰიპერტენზიის განვითარება. ნიორი ხელს უწყობს მაღალი წნევის ნორმალიზებას.
ნიორი ზეითუნის ზეთით
სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ ბუნებრივ პროდუქტთა შორის ნივრისა და ზეითუნის ზეთის კომბინაცია საუკეთესოა. ზეითუნის ზეთის შემადგენლობაში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები სისხლძარღვებს ანიჭებს მოქნილობას, ამცირებს არტერიულ წნევას.
მთელი ნიორი
უზმოზე გადაყლაპეთ 1 კბილი ნიორი, როგორც აბები, და დაირეგულირეთ არტერიული წნევა.
მაღალი წნევის შესამცირებლად ამ ბუნებრივი პროდუქტების გამოყენების გარდა, სასურველია სიარული. იარეთ ფეხით, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიშები. ამ გზით ააქტიურებთ სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობთ ცხიმების წვას და აუმჯობესებთ გულის ფუნქციონირებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!