ადამიანის ჩონჩხი უამრავი ძვლისგან შდგება, რომლებიც პასუხიმგებელნი არიან ჩვენი ორგანიზმის მობილობაზე.
ძვლები ყოველდღიურ დატვირთვას განიცდის, რადგან სწორედ მათი წყალობით ვმოძრაობთ და ვახორციელებთ ჩვენ საქმიანობას. სანამ ახალგაზრდები ვართ, არ ვზრუნავთ ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობაზე, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა ადამიანს შეექმნება სხეულის მთავარი მამოძრავებელი ნაწილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ართრიტი, ოსტეოპოროზი, ოსტეოართრიტი ეს ის დაავადებებია, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ცხვოვრებაზე. მათი თანმხლები პროცესია მტანჯველი ტკივილი, რომლისგანაც თავის დაღწევა საკმაოდ ძნელია.
ძვლების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მიირთვათ ნატურალური პროდუქტები და ივარჯიშოთ რეგულარულად.
გირჩევთ, ამ პრობლემათა მოსაგვარებლად გამოიყენოთ ხალხური მედიცინის რცეპტების მიხედვით მომზადებული საშუალებები, რომლებიც გაჯერებულია ბუნებრივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტებით.
სტატიაში შემოგთავაზებთ უძველესი იაპონური საშუალების რეცეპტს.
საჭირო იგრედიენტები:
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- ვაშლის ძმარი
- კვერცხი 1 ცალი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- კვერცხი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ. ამის შემდეგ მოხარშული კვერცხი მოათავსეთ ჭიქაში და დაფარეთ ვაშლის ძმრით.
- კვერცხი ძმარში დააყოვნეთ სანამ ნაჭუჭი არ დაიშლება, შემდეგ გადაწურეთ. კვერცხი შეგიძლიათ მიირთვათ, ხოლო სასმელის 1 ს. კ. გააზავეთ 1 ჩ. ჭ. თბილ წყალში და ყოველ დილით მიიღეთ მშიერ კუჭზე.
კვერცხის ნაჭუჭი წყაროა ნატურალური კალციუმის, რომელიც თითქმის მთლიანად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და აძლიერებს ძვლებს და შეუნარჩუნებს მათ ჯანმრთელობას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.