ფრჩხილის სოკო, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ზოგადად, სოკოვან ინფექციას გავრცელებისა და ფუნქციონირებისთვის სჭირდება ტუტე გარემო და თბილი, ნოტიო ადგილები. ასეთი ადგილი არის ფეხის ფრჩხილები. სწორედ ამიტომ, ყველაზე ხშირად ამ მავნე ინფექციით ავადდება ფეხის ფრჩხილები. ფეხის ფრჩხილის სოკოს გავრცელებას იწვევს ჰიგიენის დაუცველობაც, მოუხერხებელი ფეხსაცმლი, ტრამვები.
ფრჩხილის სოკოს განკურნებას საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. საბედნიეროდ, გარდა ძვირადღირებული მედიკამენტებისა არსებობს უმარტივესი მეთოდები, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ ამ მავნე ინფექციისგან გათავისუფლებას.
სტატიაში შემოგთავაზებთ ფრჩხილის სოკოს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მკურნალობას. ვაშლის ძმარი ხელს უშლის სოკოს განვითარებას, ხოლო თუ მას სოდასთან ერთად გამოიყენებთ, შეძლებთ ფრჩხილის სოკოსგან სწრაფად და მარტივად განკურნებას.
სანკურნალო აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ვაშლის ძმარი 1 ჩ. ჭ.
- სოდა 5 ს. კ.
- წყალი ½ ლ
მომზადების წესი:
- თასში ჩაასხით თბილი წყალი, დაამატეთ ვაშლის ძმარი.
- მომზადებულ ნარევში ჩაალბეთ ფეხები და გააჩერეთ 15-20 წუთი.
- ფეხები კარგად შეიმშრალეთ.
- ნარევს დაამატეთ სოდა და კარგად აურიეთ.
- კიდევ ერთხელ ჩაყავით ფეხები და გააჩერეთ 15-20 წუთი. პროცედურის ბოლოს ფეხები კარგად შეიმშრალეთ.
აბაზანები გაიკეთეთ ყოველ საღამოს ფრჩხილის სრულ გამოჯანმრთელებამდე. დაიმახსოვრეთ, რომ ვაშლის ძმარი ფრჩხილების სამკურნალოდ ყველაზე საუკეთესო საშუალებაა. გისურვებთ ჯანმრთელობას!