როგორ მოვამზადოთ გემრიელი ფახლავა მარტივი ინსტურქციით

ფახლავა-ტკბილი საოცრება. სიფრიფანა ფენები, გაჯერებული ნიგვზისა და თაფლის საუცხოო არომატით, რომლიც დაგემოვნებისთანავე აღგაფრთოვანებთ.

ოცნებად გაქვთ, რომ მოამზადოთ ეს ნუგბარი და თავი მოიწონოთ, მაგრამ ხელი ჩაიქნიეთ, რადგან იცით, რომ რთული მოსამზადებელია და ოცნება ოცნებად გრჩებათ.

დამწყებო დიასახლისებო, ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე და მოვიძიეთ ფახლავის მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი.

გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და მოგცემთ შანსს ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე თქვენს სამზარეულოში საოცარი არომატი დატრიალდეს.

საჭირო იგრედიენტები ცომისთვის:

  • 2 ცალი კვერცხის გული
  • ფქვილი 2,5-3 ჩ. ჭ.
  • არაჟანი 150 გრ
  • სოდა 0,5 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. ფქვილი გაცერით, დაამატეთ კვერცხის გულები, არაჟანი და ყველაფერი კარგად აურიეთ. კარაქი გახეხეთ და შეაზილეთ კვერცხიან მასას.
  2. მომზადებული ცომი გაახვიეთ საკვების ცელოფანში და  ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.

საჭირო იგრედიენტები შიგთავისთვის:

  • 3 ცალი კვერცხის ცილა
  • შაქარი 180 გრ
  • ნიგოზი 200 გრ
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. ცილა კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი, ვანილი. ნიგოზი წვრილად დაჭერით და ცილის მასას აურიეთ. უგემრიელესი შიგთავსიც მზად არის.
  2. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გაყავით 6 ნაწილად. თითოეული გუნდა თხელ ფენად გააბრტყელეთ და მოათავსეთ 28 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში. მომზადებული შიგთავსი  გაანაწილეთ 5 ნაწილად და თითოეულ ფენას წაუსვით, ხოლო ბოლო ფენას გადაუსვით კვერცხის გული, ამოჭერით კვადრატები ან რომბები და შუაში ჩადეთ მთლიანი ნიგვზები. მომზადებული საოცრება გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.

საჭირო იგრედიენტები სიროფისთვის:

  • კარაქი 50 გრ
  • თაფლი 100 გრ

მომზადების წესი:

მოცემული იგრედიენტები გაადნეთ და გადაასხით უკვე მზა ფახლავას და კიდევ 5 წუთით შედეთ ღუმელში. შემდეგ კარგად გააციეთ და გემრიელად მიირთვით.