ქალი ღმერთისგან შექმნილი საოცრებაა, ულამაზესი ქმნილებაა, მაგრამ წლები მიქრიან და თან მიჰყვება სილამაზე და ახაგაზრდობა. უმშვენიერესი ქალბატონები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ დაბერების არასასიამოვნო, მაგრამ გარდაუვალი პროცესი შეაფერხონ და გამუდმებით ძიებაში მყოფნი უამრავ საშუალებას იყენებენ.
სტატიასში ვისაუბრებთ ჟელატინის შესახებ, რომელიც თქვენი სილამაზის სადარაჯოზე დგას. ნუ დახარჯავთ ზედმეტს ძვირადღირებულ საშუალებებში, სულ რაღაც თეთრებად შიძინეთ უამრავი სასარგებლო თვისების მქონე ჟელატინი და რამდენიმე დღეში დაემშვიდობეთ ნაოჭბს.
შემოგთავაზებთ უძლიერეს რეცეპტს, რომელიც სახის კანს დაუბრუნებს სიგლუვეს, მბზინვარებას, გაგათავისუფლებთ ნაოჭებისგან.
ჟელატინის ნიღაბი
ჟელატინი ოდითგანვე გამოიყენებოდა ხალხური მედიცინაში, როგორც კომპლექსური პრეპარატი სახსრების სხვადასხვა პათოლოგიის სამკურნალოდ, გამაახალგაზრდავებელი ნიღბების ერთ-ერთ კომპონენტად და სხვა მრავალი პრობლემის მოსაგვარებლად.
ჟელატინი ნატურალური კოლაგენია. ის დენატურირებული ცხოველური ცილაა. ჟელატინის ნიღბები სახის მოვლის უძლერესი საშუალებებია.
როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი
პირადად მე სახის უამრავი საშინაო ნიღაბი მაქვს გამოყენებული, რომელთა ძირითადი იგრედიენტი ჟელატინია და ყველა მათგანი საოცრად ეფექტურია. ჟელატინს შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი, რძე, გააქტივებული ნახშირი. მაგალითად, გააქტივებული ნახშირისა დს ჟელატინის კომბინაცია წმენდს ფორებს შავი წერტილებისგან.
ჟელატინიანი ნიღაბის მომზადების წესი:
აიღეთ 2 ს. კ. ჟელატინი და 2 ს. კ. წყალი, კარგად აურიეთ და 30 წამით შედეთ მიკროტალღურ ღუმელში, გამოიღეთ და ჩამოთვლილთაგან დაამატეთ ნებისმიერი თქვენთვის ხელმისაწვდომი იგრედიენტი, აურიეთ და 10 წამით ისევ შედეთ მიკროტალღურ ღუმელში. შემდეგ ნიღაბი გააგრილეთ, დაიტანეთ სახეზე და ფუნჯის საშუალებით თანაბრად გაინაწილეთ. დააყოვნეთ 20-30 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
არ დაგავიწყდეთ გადაიღეთ სურათი ნიღაბის გამოყენების წინ და რამდენიმე გამოყენების შემდეგაც და დააკვირდით შდეგს.
თმის ნიღბის მომზადება
თუ გსურთ, რომ თქვენი თმა ბზინავდეს, მოამზდეთ ჟელატინიანი ნიღაბი, რომელიც თმის გაყოფილ ბოლოებს მოგაშორებთ, თმას დაუბრუნებს სილამაზეს.
ნიღაბის მოსამზადებლად თმის სიგრძის მიხედვით დაგჭირდებათ 4-5 ს. კ. ჟელატინი და ცოტა ნებისმიერი ბალზამი, კარგად აურიეთ, დაიტანეთ თმაზე, თანაბრად გაანაწილეთ. ეს მოქმედებები სწრაფად შეასრუელეთ, რადგან ჟელატინი გაფუებას დაიწყებს. დაიფარეთ ცელოფანი და პირსახოცი შემოიხვიეთ. დაიყოვნეთ 1 საათით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგი აღგაფრთოვანებთ.
გამოიყენეთ ჟელატინი-ნაატურალური კოლაგენი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.