თუ სადღესასწაულო სამოსს ვეღარ ირგებთ, დაიცავით მნიშვნელოვან მოვლენამდე კვერცხის დიეტა

სტატიაში შემოგთავაზებთ გასაოცარ მეთოდს, რომლის საშუალებით 2 კვირაში დაახლოებით 10 კგ-მდე დაიკლებთ. მოცემული კვების რეჟიმი განსაკუთრებით ეფექტურია მათთვის, ვისაც უმოკლეს დროში სურს გახდომა.

დიეტა, რომლის დროსაც არ მოგიწევთ შიმშილი. დიეტის ერთ-ერთი ძირითადი იგრედიენტი კვერცხია, რომელიც საოცრად ნოყიერია. გადავლეთ თვალი სტატიას, წიკითხეთ, იქნებ წონის კლების ამ მეთოდმა დაგაინტეროსოთ.

ნახშირწყლებზე უარის თქმით თქვენ შეგიძლიათ წონის კორექცია.

იხილეთ კვერცხის ერთკვირიანი დიეტა

ორშაბათი

  • საუზმე: 2 ცალი ფორთოხალი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ჩ. ჭ. უცხიმო რძე.
  • სადილი: 1 ჩ. ჭ. იოგურტი, ქათმის მოხარშული ფილე 300 გრ.
  • ვახშამი: ქათმის მოხარშული ფილე 200 გრ, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ცალი ფორთოხალი.

სამშაბათი

  • საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი  და 1 ჩ. ჭ. ლიმონიანი წყალი.
  • სადილი: მოხარშული თევზი 200 გრ და 1 ცალი გრეიფრუტი.
  • ვახშამი: 3 ცალი მოხარშული კვერცხი.

ოთხშაბათს

  • საუზმე: 2 ცალი მსუბუქად მოხარშული (თოხლო) კვერცხი, 1 ჩ. ჭ. ფორთოხლის წვენი.
  • სადილი: ბოსტნეულთან ერთად მოხარშული ან ჩაშუშული 200 გრ საქონლის ხორცი, 1 ცალი ფორთოხალი.
  • ვახშამი: 3 ცალი მოხარშული კვერცხი.

ხუთშაბათი

  • საუზმე: 3 კვერცხისგან მომზადებული ომლეტი, რძიანი ყავა.
  • სადილი: მოხარშული საქონლის ხორცი 200 გრ, 1 ცალი ფორთოხალი.
  • ვახშამი: 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 2 ცალი ფორთოხალი.

პარასკევი

  • საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, სტაფილოს სალათი არაჟნით.
  • სადილი: 2 ცალი უმი სტაფილო და 1 ცალი ფორთოხალი.
  • ვახშამი: 1 ცალი მოხარშული კვერცხი და მოხარშული თევზი 200 გრ.

შაბათი

  • საუზმე: 1 ჩ. ჭ. იოგურტი, 1 ცალი ფორთოხალი.
  • სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 2 ცალი ფორთოხალი.
  • ვახშამი: ფინჯანი წყალი.

კვირა

  • საუზმე: 2 ცალი მსუბუქად მოხარშული კვერცხი (თოხლო), ნახევარი ფორთოხალი.
  • სადილი: საქონლის მოხარშული ხორცი 200 გრ, ნახევარი ფორთოხალი, 1 ცალი ვაშლი.
  • ვახშამი: 1 ჩ. ჭ. კეფირი.

დიეტის დროს მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი, უშაქრო მწვანე ჩაი, ყავა. არ დაგავიწყდეთ, კერძებს დაამატეთ სანელებლები, რომლებიც ასწრაფებს მეტაბოლიზმს.

შემოთავაზებული კვების რეჟიმის წყალობით გარანტირებული გაქვთ ჯანმრთელი გახდომა. თუ თქვენ ყველაფერს ზედმიწევნით დაიცავთ მალე გათავისუფლდებით ზედმეტი კილოგრამებისგან.

შემოთავაზებულ კვების რეჟიმს თუ ვარჯიშს დაამატებთ,  გასაოცარ შედეგს მიიღებთ.

გაითავლისწინეთ შემოთავაზებული რჩევა, დიეტა დაიცავით მოცემული მეთოდის მიხედვით და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.