შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომელიც ფართო სპექტრით გამოიყენება ართრიტის, რევმატიზმის, ანთების, გულის დაავადებების, სისხლძარღვების, ღვიძლისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
სასმელი ითვლება ერთ-ერთ უძლიერეს სამკურნალო საშუალებად, რომლის მომზადება საშინაო პირობებში შეგიძლიათ. მის შემადგენლობაში შედის ნატურალური ხილი და ორი უკიდეურესად უძლიერესი სანელებელი, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ ალტერნატიულ მედიცენაში.
სასმელი ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა მწვავე ტკივილის შესამსუბუქებლად, რადგან მას ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
რა სარგებლობა მოაქვს სამკურნალო სასმელის რეგულარულად გამოყენებას?
- სასმელი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. მისი აქტიური ნივთიერებები შეიწოვება ნაწლავებში, ხსნის სახსრების ტკივილს, ანთებასა და შეშუპებას ე. ი. სასმელი სახსრებისა და ართრიტის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა.
- ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სასმელი შესამჩნევად ამცირებს დეპრესიის, ალცჰაეიმერის, პარკისონის-დაავადებებთან დაკაშირებული სიმპტომების განვითარების რისკს.
- სასმელი შეიცავს ფერმენტებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც ასწრაფებს მეტაბოლიზმს და ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.
- სამკურნალო საშუალება ხელს უწყობს ორგანიზმის მთავარი დეტოქსიკაციური ორგანოს, ღვიძლის რეგენერაციას.
- სასმელის შემადგენლობაში შემავალი სანელებლები: კურკუმა და ჯანჯაფილი ანთების საწინააღმდეგო უძლიერესი პროდუქტებია.
- ანტიოქსიდანტები, რომლებიც კურკუმას, ჯანჯაფილის, სტაფილოსა და ციტრუსის შემადგენლობაშია, განსაკუთრებით ეფექტურია, საკვერცხის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატისა და სარძევე ჯირკვლების სიმსივნის დროს.
- სასმელი აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას და წმენდს სისხლძარღვებს.
- გარდა ამისა, სასმელი ამცირებს მუცლის შებერილობას, მოგიხსნით გულძმარვასა და გასტრიტს.
- გირჩევთ, საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად ყველა კერძს დაამატეთ მცირე რაოდენობით კურკუმა.
სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი იგრედიენტები:
- სტაფილო 2 ცალი
- ფორთოხალი 1 ცალი
- ლიმონის წვენი 2 ს. კ.
- კიტრი 1 ცალი ან ვაშლი 1 ცალი
- კურკუმა 1 ჩ. კ.
- ჯანჯაფილის კოჭა გახეხილი (ცოტა)
- შავი პილპილი მწიკვი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- თავდაპირველად გათალეთ ციტრუსები და სტაფილო. შემდეგ პატრა ნაჭრებად დაჭერით კიტრი და სტაფილო.
- მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ.
- თუ მასა სქელი გამოგივიდათ, დაამატეთ წყალი და თქვენი სასმელიც მზად არის.
საუკეთესო შედეგის მისაღებად სასმელი მიიღეთ დილით, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე.
მოამზადეთ შემოთავაზებული სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.