9 უცნაური მეცნიერულად დამტკიცებული გზა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

მედიცინა და მეცნიერება სიჯანსაღის შესანარჩუნებელ უამრავ ახალ მეთოდს გვთავაზობს, რომელიც ხშირად უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს. თუმცა, დამტკიცებულია, რომ ისინი მართლაც ეფექტურად მუშაობს. სწორედ ასეთი მეთოდების სიაში შედის ეს ცხრა პუნქტიც:

9. ცოტახნით დაძინება ყავის დალევის შემდეგ

ასეთი მეთოდის გამოცდის შემდეგ კვლევის მონაწილეებს მანქანის ტარების ტესტი ჩაუტარეს, რის დროსაც მათ ჩვეულებრივზე ნაკლები შეცდომა დაუშვეს. ისინი თავს უფრო დასვენებულადაც გრძნობდნენ.

ამ მეთოდის გამოყენებისთვის უნდა დალიოთ ყავა სწრაფად, შემდეგ კი მაშინვე დაიძინოთ. 15-20 წუთის შემდეგ გამოიღვიძეთ, რათა ღრმა ძილმა არ ჩაგითრიოთ.

8. დაბალკალორიული დიეტა უფრო მძაფრ შიმშილის გრძნობას აჩენს

დაბალკალორიული დიეტა მხოლოდ მცირე ხნით ამსუბუქებს შიმშილის შეგრძნებას, რის გამოც იგი გარკვეული დროის შემდეგ უფრო ძლიერად გვაწუხებს და ეს მეტი კალორიების მიღებას იწვევს.

7. გამოიყენეთ ჩვეულებრივი საპონი ანტებაქტერიული საპონის მაგივრად

არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ ანტიბაქტერიული საპონი უფრო ეფექტურია. თანაც, დეოდორანტებში, კბილის პასტებში და ანტიბაქტერიულ საპონებში გამოყენებული ტრიკლოსანი საკმაოდ საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის.

6. მუშაობისას დადექით ფეხზე რაც შეიძლება ხშირად

ფეხზე დგომით მუშაობა ჰიპოდინამიის სინდრომისგან გიცავთ, რისი გამოწვევაც დიდი ხნით ჯდომას შეუძლია. ეს სინდრომი ძალიან ნეგატიურ ეფექტს ახდენს კარდიოვასკულარულ სისტემებზე. ხანგრძლივი უმოძრაობის დროს სისხლს ნუტრიენტები და ჟანგბადი ნახევარი სისწრაფით გადააქვს.

5. ჭამეთ ვაშლის კანი

ვაშლი და მისი ეს ნაწილიც უამრავ სასარგებლო ვიტამინს და მინერალს შეიცავს, რომლებსაც გააჩნიათ ანტი-ანთებითი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ისინი ასევე იცავენ უჯრედებს დაზიანებისგან.

4. ხელით დაწერილი ტექსტი აუმჯობესებს მენტალურ შესაძლებლობებს

ხელნაწერების საშუალებით შეგვიძლია გავიუმჯობესოთ ისეთი მენტალური შესაძლებლობები, როგორიცაა კოორდინაციის უნარი, ყურადღება და მეხსიერება. წერისას აქტიურდება ტვინის ის ნაწილებიც, რომელიც წაკითხვისთვისაა საჭირო. ეს არ ხდება ლეპტოპში წერისას.

3. არ გაიხეხოთ კბილები ჭამიდან 1 საათის განმავლობაში

თითქმის ყველა საჭმელი ჩვენი კბილების ზედაპირს უფრო სენსიტიურს ხდის ჭამის დროს. ჭამის შემდეგ კბილების გახეხვით ჩვენ მათ ზედაპირს ვაზიანებთ და ამით კბილების ღრმა ფენებში მჟავების შესვლას ვუწყობთ ხელს. ამის მაგივრად უბრალოდ გამოირეცხეთ პირი წყლით.

2. მოიშორეთ მაღვიძარა

ძილის 5 საფეხურიდან, გაღვიძებისთვის ყველაზე შესაფერისია პირველი, მეორე და მეხუთე. ამ საფეხურების დროს გაღვიძებისას ადამიანი უფრო დასვენებულად იგრძნობს თავს. მკვეთრი ხმის დახმარებით გამოღვიძება ძალიან სტრესავს ორგანიზმს. ამის გამო დღის განმავლობაში ადამიანი იქნება უფრო გაღიზიანებული და მისი მხედველობა, მეხსიერება და რეაქციები გაუარესდება. დროთა განმავლობაში ასეთ პრობლემას კარდიოვასკულარული დაავადებების და ინტელექტის გაუარესების გამოწვევაც შეუძლია. მაღვიძარის გარეშე გაღვიძებისთვის ყოველდრე აუცილებელია სპეციალური რეჟიმის მიხედვით დაიძინოთ ერთი და იგივე დროს.

1. არ მიიტანოთ სხვა ადამიანების აზრი გულთან ახლოს

მეცნიერული დასკვნის მიხედვით ის ადამიანები უფრო ხანგრძლივად ცოცხლობენ, რომლებიც საზოგადოების მოსაზრებებს მშვიდად ხვდებიან. თუმცა, ასევე უნდა შემოიკრიბოთ ირგვლივ ისეთი ადამიანები, რომლებიც მხარდაჭერას არ მოგაკლებენ.