
ბევრ ადამიანს აწუხებს ფეხის პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, კანის სიმშრალე, აქერცვლა, დახეთქილი ქუსლები, რომლებიც გამოწვეულია არასათანადო მოვლით, მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარებით, კანის ტენიანობის ნაკლებობით ან ცუდი კვებით. სტატიაში შემოგთავაზებთ დაუჯერებლად ეფექტური საშუალების რეცეპტს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან ერთად ეფექტურად მოქმედებს ვარიკოზზეც.
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირებათ:
- კურკუმა 1 ს. კ.
- ასპირინი 10 აბი
- სპირტი 1 ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
სპირტი ჩაასხით კონტეინერში, შემდეგ დამატეთ კურკუმა და ასპირინის დაფხვნილი აბები. კარგად აურიეთ და თავი მჭიდროდ დაახურეთ. მომზადებული წამალი 24 საათით დააყოვნეთ.
გამოყენების წესი:
ყოველ ღამით ნარევი შეიზილეთ ფეხებზე, შემოიხვიეთ ბამბის ქსოვილი, შემდეგ ცელოფანი და დასაფიქსირებლად ამოიცვით წინდები. დილით კი ნახვევი მოიხსენით და ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ. პროცედურის ბოლოს შეიზილეთ დამატენიანებელი მალამო.
მკურნალობის ხანგრძლივობა 10 დღე. შემოთავაზებული საშუალება გაგათავისუფლებთ ნახეთქებისგან, კოჟრებისგან, ვენების ვარიკოზისგან.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.