ეს ნიღაბი სტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და ამცირებს ყველაზე ღრმა ნაოჭებსაც კი

ყველა ქალბატონის ოცნებაა ლამაზი სახის კანი ჰქონდეს და რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს ახალგაზრდული იერი. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ნაზოლაბიული ნაოჭები, რომელებიც ღრმა ნაოჭებია და უმეტეს შემთხვევაში ასაკის მატებასთან ერთად ვლინდება.

უამრავი ძვირადღირებული საშუალება არსებობს, რომლებიც ამ პრობლემას მოგიგვარებთ. გაითვალისწინეთ, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს საშინაო პირობებში მომზადებული ნიღბები, რომლებიც მოსამზადებლად უმარტივესია და მათი შემადგენელი იგრედიენტები ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ამჯერად შემოგთავაზებთ ღრმა ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, გაგათავისუფლებთ ნაზოლაბიული  ნაკეცებისგან, კანს ანიჭებს სიმკვრივეს, ახალგაზრდობას და ხდის ხავერდოვანს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი იგრედიენტები:

  • სპირულინა 4 აბი
  • ჟელატინი 2 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 0,5 ჩ. კ.
  • ვიტამინი A 2 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ჟელატინს დაასხით ¼ გადადუღებული თბილი წყალი, ნახევარი საათით დააყოვნეთ და დაელოდეთ გაფუებას, შემდეგ კი ორთქლის აბაზანაზე შეათბეთ. სპირულინას აბები დაფხვენით, დაასხით 2 ს. კ. წყალი და კარგად აურიეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი და A ვიტამინი. მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ და ნიღაბი დაიტანეთ ნაზოლაბიულ ნაოჭებზე და 15 წუთი გაიჩერეთ. მოერიდეთ თვალების გარშემო კანს. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მოამზადეთ უმარტივესი ნიღაბი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.