ქერტლისაგან კვალიც რომ არ დარჩეს, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი საშუალებები, რომლებიც თქვენს სამზარეულოშია

ქერტლი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. მისი გამომწვევი ბაქტერიების გავრცელებას ხელს უწყობს შამპუნის ყოველდღიური ან დიდი რაოდენობით გამოყენება, რომელიც თრგუნავს ჯანსაღი თმის ფოლიკულებს.

ქერტლის წარმოქმნა ასევე შეიძლება ჰორმონალური პრობლემების, არასწორი კვებისა და კანის გამოშრობის შედეგი იყოს.

თუ თქვენთვის ეს უსიამოვნო პრობლემა კარგად არის ნაცნობი, გამოიყენეთ ნატურალური საშუალებები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ. როდესაც საუბარი ქერტლის გაქრობაზე მიდის, მათ ვერცერთი დარეკლამებული კოსმეტიკური პროდუქტი ვერ შეედრება.

როგორ მოვიშოროთ ქერტლი ერთხელ და სამუდამოდ? 

1. ზეითუნის ზეთი

კანის სიმშრალე ქერტლის გაჩენის ძირითადი მიზეზია. ზეითუნის ზეთი ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად გამოიყენება როგორც ქერტლის საწნააღმდეგო საშუალება. ზეითუნის ზეთის გამოყენების მეთოდი კი უმარტივესია. დაიტანეთ ამ საოცარი ზეთის რამდენიმე წვეთი თავის კანზე და კარგად შეიზილეთ, მაგრამ ბევრი არ მოგივიდეთ, რადგან გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება თმის გაცხიმიანება გამოიწვიოს. ზეთი დაიტოვეთ მთელი ღამით და დილით დაიბანეთ. შედეგიც დიდი ხნით არ დააყოვნებს.

2. თეთრი ძმარი

ქერტლის საწინააღმდეგო განსაკუთრებით ეფექტური საშუალებაა თეთრი ძმარი, რადგან მას შეუძლია თავის კანის PH-ის დაბალანსება. მას პილინგის ეფექტი აქვს.

საუკეთესო შედეგის მისაღებად ძმარი გამოიყენეთ შემდეგი წესის მიხედვით:

თავი დაიბანეთ 1 წილი ძმრისა და 3 წილი წყლის ნარევით და თმის ძირებზე თითების წრიული მოძრაობებით კარგად შეიზილეთ.

თუ რამდენიმე კვირის შემდეგ ქერტლი არ გაგიქრებათ, ნარევი დაიტანეთ თავის კანზე, კარგად შეიზილეთ და მთელი ღამით დაიტოვეთ. მეორე დღეს თმა ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანეთ. დაიმახსოვრეთ, რომ თმის მოვლის ყველა საშუალება უნდა იყოს მაქსიმალურად ნატურალური, ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებებისგან თავისუფალი.

3. ალოე ვერა

ალოე ვერას ძალიან დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია კანისთვის. აი, ამიტომ არის ის ნატურალურ პროდუქტთა შორის ერთ-ერთი უძლიერესი საშუალება, რომელიც გამოიყენება კოსმეტიკური ხაზით. ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული ალოე ვერა ქერტლისა და სობორეას საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტები და საბოლოოდ გათავისუფლდით ქერტლისგან.