შეშუპება, სოკო და დისკომფორტი წარსულში რომ მოიტოვოთ, მოათავსეთ ფეხები ამ აბაზანაში 20 წუთით

ვაშლის ძმარი უძლერესი სამკურნალო საშუალებაა. ის აქტიურად გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტკისთვის. ეს საოცარი პროდუქტი სისხლში შაქრის მაღალი დონის დასარეგულირებლად და ქოლესტერინის დონის შესამცირებლად საუკეთესო საშუალებაა, აგრეთვე კანის, თმისა და ფრჩხილების პრობლემათა სამკურნალოდ.

გაგიზიარებთ რამდენიმე მეთოდს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ ვაშლის ძმრის ყველა სარგებლის გამოყენებას და მოიგვარებთ ფეხის პრობლემებს.

ფეხის სოკო ჩვეულებრივ კონცენტრირდება ფეხის თითებს შორის, მაგრამ თუ დროულად არ იმკურნალებთ შეიძლება სხვა არეალზეც გავრცელდეს.

ძმარი გაჯერებულია სოკოს საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, მიკრობების საწინააღმდეგო თვისებებით, რომელიც შეგიმსუბუქებთ სოკოსგან გამოწვეულ ტივილსა და გაღიზიანებას.

ფეხის ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ მოამზადეთ 1 ლ წყლის, ნახევარი ფინჯანი (100 მლ) ძმრისა და 2 ს/კ ზღვის მარილის ნარევი, ჩაყავით ფეხები და დააყოვნეთ 10-15 წუთის განმავლობაში. ნარევი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

დაღლილობის, შეშუპების, სიმძიმის, ფეხებისა და სახსრების  ტკივილების აღმოსაფხვრელად, ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ვაშლის ძმარი საუკეთესო საშულებაა. 30 წუთით დააყოვნეთ ფეხები ნახევარი ჩ/ჭ ვაშლის ძმრის, 1 ს/კ მარილისა და 2 ლ წყლის ნარევში. აბაზანა განსაკუთრებით აუცილებელია მათთვის, ვისაც მთელი დღე ფეხზე ყოფნა უწევს.

ვაშლის ძმარი საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა. იგი ანადგურებს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევს ფეხის უსიამოვნო სუნს.

იმისათვის, რომ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი, მოამზადეთ 100 მლ ვაშლის ძმრისა და 2 ლ წყლის ნარევი. ჩაყავით ფეხები და დააყოვნეთ 20-30 წუთი. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 2 კვირა. აბაზანები გაიკთეთ ყოველ დღე.

ვაშლის ძმარი არბილებს კანს, გაგათავისუფლებთ კოჟრებისგან და ნახეთქებისგან. მოამზადეთ 3 ლ თბილი წყლისა და 100 მლ ვაშლის ძმრის ნარევი. ჩაყავით ფეხები და დააყოვნეთ 20-30 წუთი. შემდეგ დაზიანებული ადგილები პემზით დაიმუშავეთ.

პროცედურის ბოლოს გადაივლეთ წყალი, კარგად შეიმშრალეთ და თხელ ფენად შეიზილეთ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი, ან საბავშვო მალამო.

ვაშლის ძმარი საუკეთესოა პლანტარული მეჭეჭების (ეკლიანი, იგივე ხუჭუჭა მეჭეჭები) საწინაარმდეგოდ საუკეთესო ვარიანტია. დღეში 2-3-ჯერ შეიზილეთ ვაშლის ძმარი მეჭეჭებზე. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ  სასურველი შედეგის მიღებამდე.

გამოიყენეთ ვაშლის ძმარი და იზრუნეთ თქვენს  ჯანმრთელობაზე!