დაიწყეთ ყოველი დილა თაფლიანი წყალით და გამოცადეთ საკუთარ თავზე მისი ძალა

0
75

დაიწყეთ დილა წყლით და ამ უმარტივესი მეთოდით გაიწმენდეთ ორგანიზმი და შეუნარჩუნეთ ტონუსი. თუ თქვენ ხამი წყლის დალევა არ შეგიძლიათ, მაშინ დაამატეთ მცირე რაოდენობის თაფლი.

თაფლიანი წყლი მოსამზადებლად უმარტივესია. საკმარისა წყალს დაამატოთ 1 ჩ. კ. თაფლი და კარგად მოურიეთ. მეტი ეფექტისთვის თაფლს დაამატეთ ცვილი, ლიმონის წვენი, მუმიე და სხვა იგრედიენტები.

თაფლიანი წყლის რეგულარულად მიღებით განსაცვიფრებელ შედეგს მიიღებთ და მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.

1. თაფლიანი წყალი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას

მიიღეთ თაფლიანი წყალი და დაივიწყეთ კუჭის ტკივილი, მუცლის შებერილობა. თაფლიანი წყლის რეგულარულად გამოყენება ანადგურებს პარაზიტებს, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქში ბინადრობენ.

2. წმენდს სხეულს

თაფლიანი წყალი წმენდს ორგანიზმის შლაკებისგან და ტოქსინებისგან. ეფექტის გასაძლერებლად თაფლიან წყალს დაამატეთ ლიმონის წვენი.

3. აჩქარებს მეტაბოლიზმს

სასმელი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და ეფექტურად ებრძვის ჭარბ წონას.

4. ებრძვის სტრესს

გემრიელი სასმელი ხელს უწყობს ნერვული სისტემის სწრაფ აღდგენას.

5. აუმჯობესებს სახის კანისა და თმის მდგომარეობას

მიიღეთ ძილის წინ თაფლიანი წყალი, რომელიც მოგიხსნით უძილობას და გაგათავისუფლებთ თავის ტკივილისგან.

6. აძლიერებს იმუნურ სისტემას

თაფლიანი წყალი წყაროა ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების. მიიღეთ რეგულარულად სამკურნალო სასმელი და გაიძლიერეთ იმუნური სისტემა, დაივიწყეთ გაციება, ქრონიკული ბრონქიტი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თაფლი ორგანიზმისთვის სასარგებლოა. მაგრამ მისი გადაჭარბებული რაოდენობით მიღება არ შეიძლება. ყოველდღიური გამოყენებისთვის მაქსიმალური ნორმაა 1 ს. კ.

დაიმახსოვრეთ, თაფლიან წყალს უკუჩვენებაც აქვს. თუ თქვენ ალერგიული ხართ, სამწუხაროდ, შემოთავაზებულ სამკურნალო საშუალებას ვერ გამოიყენებთ.

დიაბეტით, გულითა და თირკმლის უკმარისობით დაავადებულმა  ადამიანებმა მკურნალობის ეს მეთოდი არ  გამოიყენონ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.