არსებობენ მოუვლელი ქალები, არსებობენ ექსტრავაგანტული, ელეგანტური, მოდური ქალები, ასევე „იაფი“ ქალები. დღეს სწორედ მათზე ვისაუბრებთ. იაფი სტილი ფულადი სახსრების და გარდერობში ბრენდირებული ნივთების დეფიციტი არაა. ეს საკუთარი გარეგნობის მიმართ აშკარა გადაჭარბებაა. ასეთ ქალებს ხშირად ახსენებს მოდის ექსპერტი, ეველინ ქრომჩენკო, რომელიც გვასწავლის ლამაზად გამოვიყურებოდეთ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ გარშემომყოფებისთვის.
მან მკაფიოდ განსაზღვრა, თუ რომელი სტილი ითვლება „იაფად. უამრავი მთის ბროლი, ცხოველური პრინტი, დახეული ჯინსი, გამომწვევი მაკიაჟი, ბევრი აქსესუარი და ფრჩხილების მყვირალა დიზაინი – ეს ყველაფერი ქალის ნამდვილ სილამაზეს აფუჭებს და მას საახალწლო ნაძვის ხედ აქცევს. სხვა ნიშნებიც არსებობს. დღეს რედაქცია გაგაცნობთ მოდის ექსპერტის აზრით „იაფი“ ქალის აშკარა ნიშნებს.
იაფი სტილი
1. ბრენდებზე დამოკიდებულება
ზოგიერთი ქალისთვის ნივთის გარეგნობა იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც ბრენდის ნიშანი. მაშინაც კი, თუ ნივთი 2004 წლის კოლექციიდანაა, მას მაინც იყიდის და თავაწეული ამაყად ატარებს, ამასთან ყველას ეტყვის, რომ ეს Dior ან Hermes-ია.
გარშემომყოფების სიმპათიის და პატივისცემის დამსახურებას ცნობილი დიზაინერების გვარების ჩვენებით ვერ შეძლებთ, თუ ნივთები ერთმანეთს საერთოდ არ შეეფერება. ბრენდული ნივთების სიჭარბე უკიდურესად იაფად და სასაცილოდ გამოიყურება.
2. ამპარტავნობა
ქალს არაფერი ისე არ ალამაზებს, როგორც მოკრძალება და უბრალოება. „იაფი“ ქალის გამოცნობას შეძლებთ არა მხოლოდ მყვირალა ტანსაცმლით, არამედ ქცევის მანერით, რომელიც ხშირად საკმაოდ გამომწვევია. ესაა ამპარტავნული ურთიერთობა ტაქსის მძღოლებთან, მიმტანებთან, კონსულტანტებთან – ხალხთან, რომელთაც სათანადო პასუხის გაცემა არ შეუძლიათ.
მსგავს ქალებს სხვების გაკიცხვა, მათზე ცუდის საუბარი უყვართ. ელეგანტური ქალები ასე არ იქცევიან.
3. არასწორ ადგილას, არასწორ დროს
„იაფი“ ქალი შეცდომით ფიქრობს, რომ ფერადი გარეგნობა მიმზიდველობის გარანტია და ქალის მთავარი იარაღია. ისინი სუპერმარკეტში ან ბაზარში ისე ეწყობიან, როგორც წვეულებაზე. ნაგვის გადასაყრელად ან ძაღლის გასასეირნებლად სრულად იკაზმებიან. დიახ, ქალი ყოველთვის მოვლილი და მოწესრიგებული უნდა იყოს, მაგრამ უნდა გააცნობიეროს, თუ სად როგორ გამოჩნდეს.
წარმოიდგინეთ, როგორ სასაცილოდ გამოიყურება შავი ჩრდილები და წითელი ტუჩსაცხი სპორტულ დარბაზში ან მოკლე კაბა სასაფლაოზე, ან უფრო უარესი – ბზინვარე მაკიაჟი და მოკლე სექსუალური კაბა ეკლესიაში.
4. ფუფუნება კრედიტით
ქალს ფინანსური შესაძლებლობები სასურველი ნივთის და კოსმეტიკის შეძენის საშუალებას ყოველთვის არ აძლევს. როცა ქალს ძვირადღირებულ შუბაში და ბოლო მოდელის აიფონით ავტობუსში ხედავთ, უნებურად ფიქრობთ, ასეთი ქალი რატომ არ ატარებს საკუთარ მანქანას და ავტობუსით დადის. დიახ, ყველას აქვს შემთხვევა, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასვლა გვჭირდება მაშინაც კი, თუ ავტოფარეხში 4 ლუქს ბრენდის ავტომობილი გვაქვს.
ახლა საქმე ეხება ქალს, რომელიც არ ჭამს, სახლში უშუქოდ და ცხელი წყლის გარეშე ზის, ვალებში ჩაფლულია, მაგრამ მაგარ ნივთებს ყიდულობს. ეს ყველაზე ერთგული ნიშანია არა თუ „იაფი“ ქალის, არამედ მათხოვარი ცხოვრების წესის გამოსავლენად. ასეთმა ქალმა პრიორიტების სწორად დასახვა არ იცის. მაშინაც კი, თუ მას მდიდარი კაცი ყურადღებას მიაქცევს, ქალი მას გააკოტრებს ან სამომხმარებლო ისტერიკით ჭკუიდან გადაიყვანს.
5. მამაკაცი-საფულე
„იაფი“ ქალი კაცს მატერიალური მდგომარეობის შესაბამისად ირჩევს. მასთან მანამ იქნება, სანამ იგი უზრუნველყოფს. ფული დამთავრდა – დროა სხვა მოძებნოს.
თუ კაცს დროებით ფინანსური სირთულეები ექნება, ქალი მას მხარს არ დაუჭერს, უბრალოდ წავა. თუ მამაკაცი რაიმე საქმეში ფულს დააბანდებს, ქალს ჭკუა და მოთმინება არ ეყოფა, რომ რამდენიმე თვე მოიცადოს, რომ კიდევ უფრო მეტ ფუფუნებაში იცხოვროს.
როგორც წესი, ასეთი ქალების შვილებს თითოეული მფარველიდან მშობლები ზრდიან და ისინი კი სპონსპორს ეძებენ მანამ, სანამ ახალგაზრდობას და მიმზიდველობას არ დაკარგავენ. შემდეგ კი, შემწვარი კარტოფილი და მეორადი ნივთები.
რედაქციის რჩევები
იაფი სტილი, გრძნობა და ურთიერთობა ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ხშირად გვხვდება. ეს ქალს საერთოდ არ ალამაზებს. საკუთარ თავს ყურადღება მიაქციეთ, ახალი სტილი იპოვეთ, ტრენდით დაინტერესდით, მაგრამ არ გადააჭარბოთ. წაიკითხეთ, ისწავლეთ, იმოგზაურეთ, საყვარელი ადამიანის მუზა იყავით და ასე არა ნათელი ეტიკეტი, არამედ ნამდვილი, მდიდრული ქალი იქნებით.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ სიიდან ერთი პუნქტიც კი თქვენს ცხოვრებაში არ განხორციელდეს. „იაფი“ ქალის ნიშნების შესახებ მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად უამბეთ.