ყველის პეროგს მარტივი რეცეპტით ვამზადებ. ის ჩემს ოჯახში საკმარისი არასდროს არის

სტატიაში შემოგთავაზებთ უგემრიელესი, უფაფუკესი, უნაზესი და ნოყიერი ყველიანი პეროგის რეცეპტს, რომელიც მოსამზადებლად მარტივია.

მოამზადეთ ყველის საოცარი პეროგი და გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანები.

საჭირო იგრედიენტები:

  • რძე 200 მლ
  • საფუარი (ფხვნილი) 1,5 ჩ. კ.
  • კარაქი 170 გრ (50 გრ ცომისთვის და 120 გრ ცომზე წასასმელად)
  • კვერცხი 1 ცალი
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • მარილი ¼ ს. კ.
  • შაქარი 0,5 ს. კ.
  • ფქვილი 350 გრ
  • მაგარი ყველი 200 გრ

მომზადების წესები:

  1. ცომის მოსამზადებლად თბილ რძეში გახსენით საფუარი და შაქარი, დაამატეთ კვერცხი, მარილი, დარბილებული კარაქი, ფქვილი და მოზილეთ.
  2. მომზადებული მასა 40-45 წუთით დააყოვნეთ თბილ ადგილზე, როდესაც ცომი გაფუვდება გაყვით 7 ტოლ ნაწილად.
  3. შიგთავსისთვის დაგჭირდებათ გახეხილი ყველი. კარაქი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე.
  4. პეროგის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 20/25 სმ დიამეტრის ფორმა. ცომის ერთი ნაწილი თხელ ფენად გააბრტყელეთ და მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში, შემდეგ წაუსვით კარაქი და თანაბრად მოაყარეთ ყველი. შემდეგ მეორე გუნდა გააბრტყელეთ თხელ ფენად, ზემოდან გადააფარეთ ყველიან ფენას და წაუსვით მხოლოდ გამდნარი კარაქი, შემდეგ გადააფარეთ მეასამე ფენა, რომელსაც მოაყრით ყველს, მეოთხე ფენას- გამდნარი კარაქი, მეხუთეს-ყველი, მეექვსეს-კარაქი.
  5. მეშვიდე ფენას გადაუსვით კვერცხის გული და დაჭერით კვადრატის ფორმის ნაჭრებად, გადააფარეთ ცელოფანი და 20 წუთი გააჩერეთ, როდესაც პეროგი ამოფუვდება გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. სულ რაღაც 35-40 წუთი და უგემრიელესი და უფაფუკესი ყველიანი პეროგიც მზად იქნება.

მოამზადეთ უგემრიელესი პეროგი და ისიამოვნეთ.