ნატურალური საშუალებები, რომლებიც ამსუბუქებს სახსრების ტკივილს და აძლიერებს შემაერთებელ ქსოვილებს

413

სახსრების ანთება და მისგან გამოწვეული ტკივილი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებად კი ქიმიური მედიკამაენტების ნაცვლად ხალხური მედიცინის რეცეპტების მიხედვით მომზადებული საშუალებები გამოიყენეთ.

1. როზმარინი სახსრების ტკივილის წინააღმდეგ

როზმარინი ფართოდ გავრცელებული არომატული ბალახია, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს. როზმარინი გამოიყენება კულინარიაში, დიეტების დროს და საშინაო სამკურნალო საშუალებების მოსამზადებლად. იგი ნატურალური ტკივილგამაყუჩებელია.

შემოგთავაზებთ როზმარინის ბაზაზე შექმნილი საშუალების რეცეპტს.

საჭირო იგრედიენტები:

  • როზმარინი 200 გრ
  • წყალი 2 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

როზმარინს დაასხით ადუღებული წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთი, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დღის განმავლობაში მიიღეთ 2 ფინჯანი.

2. კურკუმა

კურკუმას შესახებ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს სტატიებში. ეს სასწაული სანელებელი არა მარტო საოცარ არომატსა და ფერს ჰმატებს კერძებს, არამედ უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა.

გირჩევთ, როდესაც იგრძნობთ სახსრების ტკივილს, დაუყონებლივ გამოიყენეთ კურკუმა, რადგან ის ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. სანელებელი ეფექტურად ებრძვის ორგანიზმში არსებულ ინფექციებს, აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებსა და ახდენს დეტოქსიკაციას.

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • კურკუმა 1 ს. კ.
  • წყალი 3 ჩ. ჭ.
  • თაფლი 3 ს. კ.

მომზადების წესი:

წყალი დადგით ცეცხლზე, როდესაც ადუღებას დაიწყებს, დაამატეთ კურკუმა. წყალი მიიღებს ყვითელ ფერს. კურკუმიანი წყალი 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაელოდეთ გაციებას.

ნახარში გადაწურეთ და დაამატეთ თაფლი. გემრიელი და სასარგებლო ნაყენი მზადაა. მიიღეთ ის დღის განმავლობაში და შედეგსაც მალე იგრძნობთ. ანთებითი პროცესი ჩაქრება და სახსრების ტკივილიც თანდათან მიყუჩდება.

3.  ჯანჯაფილი

ჯანჯაფილი ერთ-ერთი უძლიერესი ნატურალური სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ეფექტურად გამოიყენება სახსრების სამკურნალოდ. ამიტომ როგორც კი იგრძნობთ სახსრების ტკივილს დაუყონებლივ მოამზადეთ სამკურნალო საშუალება, რომლის ძირითადი ინგრედიენტი ჯანჯაფილია.

დაგჭირდებათ:

  • ჯანჯაფილის კოჭა 200 გრ
  • წყალი 2 ჩ. ჭ.
  • თაფლი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ გახეხილი კოჭა და ადუღეთ 20 წუთი, შემდეგ გადმოდგით ცეცხიდან, გააციეთ, გადაწურეთ, დაამატეთ თაფლი, რომელიც შეუცვლელი მკურნალია. მომზადებული სამკურნალო ნაყენი მიიღეთ დღეში 2 ფინჯანი და მალე მიიღებთ სასურველ შედეგს.

4. სახსრების ტკივილს შეგიმსუბუქებთ სელის თესლი

სელის თესლის შეძენა შეგიძლიათ სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში. ეს ნატურალური პროდუქტი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.

სელის თესლი შეიცავს ცხიმოვან მჟავას ომეგა-3, რომელიც ბუნებრივი გზით აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ინფექციებსა და ანთებით პროცესებს სახსრების მიდამოებში.

სელის თესლი 40 გრ (დაახლოებით 2 ს. კ.) დაამატეთ სალათებს ან ყველაფრის გარეშე მიირთვით. დაიმახსოვრეთ, სელის თესლის თერმულად არ დაამუშაოთ, რადგან ამ დროს ცხიმოვან მჟავები კარგავს ორგანიზმისთვის სასარგებლო თვისებებს.

მაშ ასე, ქიმიური პრეპარატების გამოყენებამდე აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და ხელმისაწვდომი საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.