როგორ დავამზადოთ ნატურალური ვაშლის ძმარი საკუთარი ხელით

ვაშლის ძმარი თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე. გამოიყენეთ ეს უძლიერესი სამკურნალო საშუალება და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა .

ეს საოცარი პროდუქტი ვიტამინების წყაროა. ყოველ დილით მიიღეთ 1 ჩ. ჭ. თბილი წყლის, 1 ს. კ. ვაშლის ძმრისა და 1 ს. კ. თაფლის ნარევი და გაიჯერეთ თქვენი ორგანიზმი ვიტამინებით.

სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული ვაშლის ძმრის ორ უმარტივესს რეცეპტს.

მოამზაადეთ მწიფე ვაშლისგნ ძმარი, უძლიერესი სამკურნალო საშუალება, და არ ინანებთ.

ვაშლის ძმარი ჭვავის ორცხობილით (სუხარით)

საჭირო იგრედიენტები:

  • ვაშლი 3 კგ
  • წყალი 1 ლ
  • შაქარი 50 გრ
  • თაფლი 2 ს. კ.
  • კრუტონები ჭვავის 20 გრ ან საფუარი 10 გრ

მომზადების წესები:

  1. ვაშლი გარეცხეთ და თესლებიანდ მსხვილ სახეხზე გახეხეთ (შეგიძლიათ დააბლენდეროთ).
  2. ვაშლის მასა გადაიტანეთ ჭურჭლში (არ გამოიყენოთ ალუმინის ჭურჭელი) ან ხუთლიტრიან ქილაში. თბილ გადადუღებულ წყალს დაამატეთ საფუარი, შაქარი, თაფლი და ვაშლის მასა, მაგრამ თუ საფუვრის ნაცვლად კრუტონებს იყენებთ, უბრალოდ დააწყვეთ ზემოდან.
  3. ქილას გადააფარეთ მარლა, ერთი კვირით დადგით თბილ, მზიან ადგილზე და დღეში ერთხელ მოურიეთ.
  4. მარლის რამდენიმე ფენის საშუალებით მომზადებული მასა გადაწურეთ. მიღებული სითხე გადაიტანეთ მინის სუფთა ჭურჭელში, გადააფარეთ მარლა და გააჩერეთ თვე-ნახევარი ან ორი თვე.
  5. ძმარი დაიწმინდება, ნალექი ძირზე დაილექება. დაწმენდილი სითხე ფრთხილად გადაიღეთ მინის ბოთლში და თავი მჭიდროდ დაახურეთ.

ვაშლის ძმარი საფუვრით

შემოთავაზებული რეცეპტით მიიღებთ ვაშლის სიდრს, რომელსაც მსუბუქი გემო და არომატი აქვს.

საჭირო იგრედიენტები:

  • ვაშლი 1 კგ
  • წყალი 1250 მლ
  • თაფლი ან შაქარი 200 გრ
  • საფუარი (ფხვნილი) 11 გრ

მომზადების წესები:

  1. ვაშლი გარეცხეთ და კანიანად მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ვაშლის მასა მოათავსეთ ფართოპირიან კერამიკულ ჭურჭელში, დაამატეთ თაფლი და საფუარი. ბოლოს დაამატეთ
  2. გადადუღებული თბილი წყალი.
  3. მომზადებული მასა 10 დღით დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე და დღეში 2-ჯერ ხის კოვზით მოურიეთ. ნარევი იწყებს დუღილს და ქაფს მოიყენებს. 10 დღის შემდეგ კი მარლის რამდენიმე ფენის საშუალებით გადაწურეთ.
  4. მიღებული სითხე მოათავსეთ მინის ჭურჭელში, გადააფარეთ მარლა, რათა ჰაერმა იმოძრაოს და დასადუღებლად 40-60 დღით დააყოვნეთ ჩრდილში (არ მოურით და არც ადგილი შეუცვალოთ). 30 დღის შემდეგ სითხე დაიწმინდება. სითხის ზედაპირზე შეიძლება წარმოიქმნას ქაფი ან ლორწოვანი მასა, რომელსაც ძმრის დედას ეძახიან. მას 3-ჯერ მეტი სამკურნალო თვისება აქვს, ვიდრე თვით ვაშლის ძმარს.
  5. სითხე თანდათან დაიწმინდება, ნალექი კი დაბლა დაილექება, რაც სავსებით ნორმალურია ბუნებრივი ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტისთვის. ვაშლის ძმარი გადაიტანეთ მინის ჰერმეტულად თავდახურულ ჭურჭელში და შეინახეთ გრილ ადგილას.

მიღებული საშუალება შეგიძლიათ განუსაზღვრელი დროით შეინახოთ. დაიმახსოვრეთ თუ ეს ნატურალური პროდუქტი უვადოდ გინდათ შეინახოთ, უმჯობესია მინის ჭურჭელი გაასტერილოთ.

იმისათვის, რომ პროდუქტს არომატი შეჰმატოთ, სურვილისამებრ დაამატეთ ბუნებრივი არომატიზატორები: მიხაკი ან ლიმონის ქერქი.

ნუ დააყოვნებთ, მოამზადეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალება, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას მოგიგვარებთ.