რას იწვევს D ვიტამინის დეფიციტს და როგორ შევივსოთ მისი მარაგი

D ვიტამინი მიეკუთნება ცხიმში ხსნად ჯგუფის ვიტამინებს და პასუხისმგებელია კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფატისა და თუთიის ნაწლავური შეწოვის ზრდისთვის. ადამიანის ორგანიზმში ამ ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაერთებია ვიტამინი D₃ და ვიტამინი D₂.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ძალიან ბევრი ადამიანი განიცდის D ვიტამინის დეფიციტს. პრობლემა იმაშია, რომ ადამიანები ამ ვიტამინს მზის სხივებით იღებენ და ის იშვიათად გვხვდება საკვები პროდუქტების შემადგენლობაში.

D ვიტამინი აუცილებებლია ადამიანის ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის და სხვადასხვა დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს ვიტმინი შეიძლება იყოს საიდუმლო იარაღი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

რა პრობლემებს იწვევს D ვიტამინის დეფიციტი?

  1. D ვიტამინი აუცილებელია ფილტვების ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.
  2. D ვიტამინი აუცილებელია ძვლების ნორმალურად განვითარებისთვის. ის კალციუმთან ერთად ებრძვის ძვლების სიმყიფეს და აგაცილებთ მოტეხილობებს.
  3. D ვიტამინი აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას და დაგეხმარებათ მრავალი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.
  4. ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს გულის პრობლემებს, მაღალ არტერიულ წნევას.
  5. თუ თქვენ D ვიტამინის დონეს მოიწესრიგებთ საგრძნობლად შეიმსუბუქებთ ალერგიას.
  6. დადასტურებულია, რომ მეტწილად დეპრესიულები არიან ადამიანები, ვისაც D ვიტამინის დეფიციტი აქვს.

გსურთ, გააჯეროთ თქვენი ორგანიზმი D ვიტამინით, მიირთვით ორაგული, სკუმბრია, თინუსი, ფორთოხლის წვენი, ბურღულეული.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მაგრამ თუ თქვენ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაქვთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან თვითმკურნალობა შეიძლება საშიში იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.