როდესაც ორგანიზმი ამ ნიშებს გიგზავნით, მას თქვენი დახმარება სჭირდება

ადამიანის ორგანიზმი საოცრად არის მოწყობილი. წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის პროცესი მიმდინარეობს ჩვენს სხეულში.

როდესაც ორგანიზმს უჭირს ის ამას გვაგრძნობინებს გარკვეული ნიშნებით, მაგრამ სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა ამას ყურადღებას არ აქცევს. გირჩევთ, მიაქციეთ ყურადღება იმ საგანგებო ნიშნებს, რომლებითაც ორგანიზმი გვაგრძნობინებს, რომ უჭირს და პრობლემა დასაწყისშივე მოაგვარეთ.

მაშ ასე, მოდით შევიტყოთ, რას გვატყობინებს სხეულზე გამოხატული ზოგიერთი ნიშანი.

1. კანის სიმშრალე

კანის სიმშრალე იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს E ვიტამინი აკლია. ამ ვიტამინის ნაკლებობის შეავსებად საკვებ რაციონს დაამატეთ ნიგოზი, ცხიმიანი თევზი.

2. მყიფე თმა და ფრჩხილები

ეს სიმპტომები მიგვანიშნებს, რომ ორგანიზმს B ჯგუფის ვიტამინებისა და კალციუმის დეფიციტი აქვს. ამ ვიტამინების ნაკლებობა შეივსეთ მარცველული კულტურებით, პურით.

3. სისხლმდენი ღრძილები

ორგანიზმს C ვიტამინის ნაკლებობა აქვს. ამ ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია: ხახვი, ნიორი, ხილი და ბოსტნეული. შეგიძლიათ მიიღოთ ასკილის ნაყენი.

4. ცუდი ძილი და გაღიზიანება

ცუდი ძილი და გაღიზიანება მიუთითებს, რომ ორგანიზმს მაგნიუმისა და კალიუმის დეფიციტი აქვს. ამ მიკროელემენტებით გაჯერებულია გაგრგრის ჩირი, შავი ქლიავი, ჭარხალი.

5. კრუნჩხვები ღამით

კრუნჩხვები ღამით მიუთითებს, რომ ორგანიზმს მაგნიუმისა და კალიუმის ნაკლებობა აქვს.

6. გაუხეშებული კანი იდაყვებზე

ეს  სიმპტომები მიუთითებს, რომ ორგანიზმს C და A ვიტამინის ნაკლებობა აქვს. საკვებ რაციონს დაამატეთ სტაფილო, პამიდორი, გოგრა, ატამი, გარგრის ჩირი.

7. ხშირად გინდებათ მზესუმზირა?

ე. ი. თქვენს ორგანიზმს ანტიოქსიდანტების ნაკლებობა აქვს.

ორგანიზმი ითხოვს მჟავეს, ე. ი. ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის პრობლემები გაქვთ. საკვებ რაციონს დაამატეთ ლიმონი და მოცვი.

8. ტკბილზე დამოკიდებული

შეიძლება თქვენ ნერვული გამოფიტვა აღგენიშნებათ და ენერგიის აღსადგენად გინდებათ ტკბილეული. ასეთ შემთხვევეაში მიირთვით თაფლი ან მწარე შოკოლადი, რათა არ შეგექმნათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემა.

9. მარილიანი საკვების მოთხოვნილება

ორგანიზმში, პირველ რიგში კი შარდსასქესო სისტემაში,  მიმდინარეობს ანთებითი პროცესი ან მძვინვარებს ინფექცია.

10. გინდათ ცხარე საკვები

ცხარე საკვები ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, მაგრამ ის უნდა მივიღოთ მცირე რაოდენობით და არავითარ შემთხვევაში მშიერ კუჭზე.

11. გინდებათ მჟავე საკვები

თუ ორგანიზმი მჟავე საკვებს გთხოვთ, დიდი ალბათობით ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობის დარღვევა გაწუხებთ. ჩაამატეთ კვების რაციონში ციტრუსები და კენკრა.

12. გიზიდავთ ზღვის პროდუქტები

ეს მიუთითებს, რომ ორგანიზმს იოდის ნაკლებობა აქვს.

ყური მიუგდეთ თქვენს ორგანიზმს და დაუკვირდით ხომ არ აღგენიშნებათ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, დასაწყისშივე მოაგვარეთ პრობლემები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.