11 ცნობილი შეცდომა, რომელსაც წონის დაკლებისას უშვებთ

0
952

ბევრმა ადამიანმა იცის, რომ წონის დაკლებისთვის ნაკლები კალორიების მიღება და ვარჯიშია საჭირო. თუმცა, წონის დაკლების მსურველების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რომ ამ მიზნის მიღწევისთვის კიდევ უამრავი ჩვევის ჩამოყალიბებაა საჭირო. ნახეთ რომელი მათგანია ყველაზე მნიშვნელოვანი:

11. ეტიკეტების წაკითხვა

პროდუქტებს ხშირად ასაღებენ ჯანსაღ საკვებად მაშინ, როდესაც ეტიკეტის წაკითხვისას მათ ინგრედიენტებში შესაძლოა შაქრის შემცვლელი მავნებელი ნივთიერებები აღმოაჩინოთ. ასევე ხშირად გვგონია, რომ ერთი პაკეტი ერთ ჯერზე საჭმელი პროდუქტის რაოდენობას შეიცავს მაშინ, როდესაც მაგალითად ერთ ჯერზე საჭმელი ჩიფსების რაოდენობა 13 ცალია, ხოლო პაკეტში ამაზე ბევრად უფრო მეტი ჩიფსია მოთავსებული. ასეთი ინფორმაციების გასაგებად არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ ეტიკეტის წაკითხვა.

10. საკუთარი თავის ხშირად აწონვა

თქვენი თავის ყოველდღე აწონვით თქვენ შესაძლოა დაკარგოთ დიდი მოტივაცია და გაღიზიანდეთ, რადგან წონის ცვლილებები ასე სწრაფად არ ხდება. სწორედ ამიტომ სჯობს გაზომოთ თქვენი სხეულის ფორმები და აიწონოთ კვირაში ერთხელ.

9. მარტო კარდიოზე ფოკუსირება

მხოლოდ კარდიოზე ზრუნვით წონაში ვერ დაიკლებთ, რადგან კუნთების გასაძლიერებლად და მეტაბოლიზმის პროცესების გასაუმჯობესებლად წონის ვარჯიშების კეთებაა აუცილებელი კარდიოსთან ერთად.

8. სასმელებში არსებული შაქრის და კალორიების დავიწყება

გაზიანი სასმელების, ლუდის და მსგავსი პროდუქტების 1 ჭიქა ხშირად დღიურ ნორმაზე გაცილებით ბევრი რაოდენობის კალორიებს შეიცავს, რის გამოც საჭმელებთან ერთად ასევე ჯანსაღი სასმელების დალევაზეც უნდა იზრუნოთ.

7. ვახშმის გამოტოვება

თუ თქვენ რეგულარულად არ მიირთმევთ საჭმელს, ამით თქვენი მეტაბოლიზმის პროცესების შენელებას და წონის კლების შეჩერებას გამოიწვევთ.

6. საკუთარი თავის ზედმეტად შეზღუდვა

საყვარელ საჭმელებზე მთლიანად უარის თქმა და ხშირი შიმშილი თქვენთვის საზიანოა. უნდა მიირთვათ საჭმელი მცირე პორციებით, რათა გაიქროთ შიმშილის გრძნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამუდმებით შიმშილის შეგრძნება თქვენი მეტაბოლიზმის პროცესებს შეაფერხებს. ასევე საყვარელი კერძების სრულიად ამოღება მენიუდან თქვენი შიმშილის გრძნობის გაუარესებას გამოიწვევს, რის გამოც ისინი დროდადრო უნდა მიირთვათ, თუმცა მცირე პორციებით.

5. დაბალცხიმიანი და უცხიმო გადამუშავებული საჭმელების ჭამა

ხშირ შემთხვევაში უცხიმო საჭმელებს ავსებენ შაქრით და სხვა არაჯანსაღი დანამატებით, რათა მათი გემრიელი გემო შეინარჩუნოთ. სწორედ ამიტომ მათი ჭამა სრულიადაც არ გახლავთ სასარგებლო წონის დაკლების პროცესში.

4. არასაკმარისი ძილი

ერთი შეხედვით ძილს და წონის კლებას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ, თუმცა ცუდად გამოძინების შემთხვევაში ორგანიზმი არ გამოიმუშავებს დანაყრების ჰორმონებს და ზედმეტად ბევრ შიმშილის ჰორმონებს გამოყოფს. სწორედ ამიტომ კარგად გამოძინების გარეშე თქვენ გაგიჭირდებათ წონის ნორმალურად და მარტივად დაკლება.

3. არასაკმარისი ბოჭკოს ჭამა

წონის დაკლების დროს აუცილებელია ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები მიირთვათ, რადგან იგი იწოვს წყალს და გარდაქმნის გელად. ამით იგი ავსებს მუცელს და უფრო დიდი ხნით გინარჩუნებთ დანაყრების შეგრძნებას.

2. არარეალისტური მიზნების დასახვა

რეალური მიზნების დასახვით თქვენ შეინარჩუნებთ მოტივაციას უფრო მარტივად და ასევე თავსაც არ დაისტრესავთ. არარეალისტური გეგმების წყალობით საკუთარი თავის ზედმეტად მკაცრად დასჯაა შესაძლებელი, რისგანაც თავი უნდა შეიკავოთ.

1. ზედმეტად ბევრი ჯანსაღი საჭმლის ჭამა

ჯანსაღი პროდუქტების ჭამითაც შესაძლებელია წონაში მომატება. უამრავი სასარგებლო ინგრედიენტით სავსე საჭმელი ასევე კალორიებსაც შეიცავს, რის გამოც მათი დიდი რაოდენობით მირთმევისას თქვენ ძალიან ბევრი კალორიები შეიძლება მიიღოთ. მსგავსი პრობლემა შეიძლება შეგექმნათ ისეთი საჭმელების მირთმევისას, როგორიცაა თხილეული, ავოკადო ყავისფერი ბრინჯი და ა.შ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here