როდესაც 20 წლის ან უფრო დიდი ასაკის ხართ, ცდილობთ სიბერეზე არ იფიქროთ. ასაკი ხშირად გვძაბავს, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ მას სხვანაირად შევხედოთ? მოგვწონს ჩვენ ეს, თუ არა ყველა მაინც გავხდებით ბებიები და ბაბუები. ეს არც კარგი და არც ცუდია, ჯობია მას უფრო მეტად ფილოსოფიურად შევხედოთ.
დღეს, თქვენთვის მოვამზადეთ იუმორისტული და პოზიტიური ჰოროსკოპი, რომელიც დაგეხარებათ გაიგოთ, როგორი ბებია გახდებით.
1. ვერძი: დაუღალავი ბებო
არ ხდება ისე, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება მარტო იყოს და სიბერეში მისი ცხოვრება შეიცვალოს. თავისი ენერგია ვერძს კიდევ 10 სიცოცხლე გაყვება. პენსიაზე გასვლისას, ისინი აქტიურ ცხოვრებას იწყებენ. ვერძი ის კატეგორიაა, რომლებიც შაბთ-კვირას იტალიაში მოგზაურობენ, დადიან ცეკვაზე, 80 წლის ასაკშიც კი ყავთ თაყვანისმცემლები და ქორწილსაც კი არ ერიდებიან.
2. კურო: სახლის მოყვარული
კურო ასაკის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო მეტ დროს ატარებს სახლში. ისინი აქტიურები არიან. მუდმივად გეგმავენ რემონტს, ყველაფერს ისე აწყობენ, რომ მისი პოვნა არ გაუჭირდეთ. უსაქმურად ყოფნა ბებია კუროს არ სჩვევია. საყოფაცხოვრებო საქმიანობაში ისინი სიამოვნებას პოულობენ: ამზადებენ უგემრიელეს სუპებს, აცხობენ ნამცხვრებს. ისეთი ბებიები არიან, რომელთა მონახულება ყოველთვის ყველას სურს.
3. ტყუპები: დაცქვეტილი ყურები
ტყუპები ძალიან ცნობისმოყვარე ქალბატონები არიან, რომლებიც მუდამ სახლის წინ, სკამზე სხედან. ისინი წარმოუდგენლად კომუნიკაბელურები არიან და მოსწონთ საუბარი. აუცილებლად მოუყევით მათ ცხოვრებისეული ამბები და განიხილეთ უახლესი ჭორები. მათ, ასევე, უყვართ კამათი რთულ და მწვავე თემებზე, ასეთია მათი ხასიათი.
4. კირჩხიბი: ყველაფერი დოქტორ კომაროვსკის მიხედვით
კირჩხიბები მუდმივად შფოთავენ და ძალიან მზრუნველები არიან. დღე და ღამე შვილებსა და შვილიშვილებზე ფიქრობენ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხიარული და ბედნიერი იყოს. ასეთი ბებია არასოდეს დაგტოვებთ მშიერს. მისი ჰობი სამედიცინო გადაცემებია. ნუ გაგიკვირდებათ, როდესაც დაგირეკავთ და გეტყვით, რომ ქუდი დაიფაროთ, ან მოგცემთ მთელ რიგ რჩევებს, რომლებიც ხალხურ მედიცინაზეა დამყარებული. ეს ყველაფერი მათი სუფთა გულებიდან მოდის.
5. ლომი: ახალგაზრდა ბებო
ლომები არიან ის ბებიები, რომლებიც არასოდეს არ აღიარებენ საკუთარ ასაკს. ისინი არიან ახალგაზრდა ბებოები, რომლებიც მამაკაცებს ატყვევებენ. ის სიხარულით დადის თეატრში ან რესტორანში. ყოველთვის მნვენივრად გამოიყურება, ზრუნავს საკუთარ თავზე და ლამაზად იცვამს.
6. ქალწული: მუდმივად საქმეში
შრომისმოყვარე ბებო, რომელიც უსაქმოდ არასოდეს ჩერდება. მას ყოველთვის უამრავი გეგმა და იდეა აქვს, რომლიც განხორციელებაც საჭიროა. ქალწული ბებიების სახლი ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებულია, თვითონ კი მოვლილი და ენერგიული. მათთვის პენსიის აღების დღე არის ყველა იმ საინტერესო საქმის გაკეთების დრო, რომელსაც მანამდე ვერ აკეთებდა.
ისინი კარგად ხატავებ, დადიან ცეკვაზე, წერენ რომანებს. ცდილობენ ცხოვრებისგან მუდმივად სიამოვნება მიიღონ.
7. სასწორი: თერაპევტების რისხვა
სასწორი – ეს ის ბებიაა, რომელიც თავისუფალ დროს კლინიკების რიგებში ატარებს. მოსწონთ ექიმებთან მისვლა. საქმე ის არის, რომ მათ სხვებზე მეტად სჭირდებათ ზრუნვა და ყურადღება. თუ ისინი ამას ნათესავებისგან ვერ იღებენ, მაშინ სხვა გზებს ეძებენ.
8. მორიელი: სახლის შტირლიცი
არ უნდა გაგიკვირდეთ, მაგრამ მორიელებს აქვთ იმისი უნარი რომ დაზვერვაში ემუშავათ. ვინაიდან ეს შეუძლებელია, ისინი მთელს ენერგიას ნათესავებისკენ მომართავენ. ის ყოველთვის მიგითითებთ მარჯვნივ წახვიდეთ, თუ მარცხნივ. აუცილებლად დარწმუნდებით, რომ ისინი ამას საყვარელი ადამიანების კეთილდღეობისთვის აკეთებენ. მორიელები არიან ბებიები, რომლებსაც ცხოვრებაში დიდი გამოცდილება აქვთ, ამიტომ მოუსმინეთ მათ რჩევებს.
9. მშვილდოსანი: ,,შვილიშვილებთან ერთად ხვალ ვიქნები სახლში”
მშვილდოსან ბებიებს წარმოდგენაც არ აქვთ, როგორ უნდა ისხდნენ სახლში და აცხონ ღვეზელები შვილიშვილებისთვის. ისინი აქტიურები არიან, საკუთარ ჰობებზე უარს არ ამბობენ და ერთი წუთის განმავლობაშიც ვერ ჩერდებიან სახლში. ისინი ბევრ დროს ატარებენ შვილიშვილებთან ერთად პიკნიკზე, უყვართ თევზაობა და ბადმინტონის თამაში. ისინი აქტიური და მხიარული არიან.
10. თხის რქა: ყველაფერი გეგმის მიხედვით
თხის რქები არასოდეს კარგავენ კონცენტრაციის უნარს და მუდმივად ყურადღებით არიან. ასეთ ბებიებს ყოველთვის აქვთ გეგმა და მკაფიო გრაფიკი. ისინი მორალურად მუდმივად დაგეხმარებიან, მხარს დაგიჭერენ და კომფორტს შეგიქმნიან. მათ ყოველთვის შეუძლიათ ცხოვრებისეული რჩევების მოცემა.
11. მერწყული: გამარჯობა ახალო ასაკო
მერწყულ ბებიას არ ეშინია სიბერის. იუბილე? კარგია, ეს ნიშნავს, რომ არსებობს თმის მოსაწესრიგებელი, ახალი ტანსაცმლის ჩაცმის და მეგობრებთან ერთად კარაოკეზე წასვლის მიზეზი. ასეთი ბებიებისთვის ცხოვრება ინტერესს არასოდეს კარგავს. მათ უყვართ ცხოვრება, ცდილობენ მასში რაღაც ახალი აღმოაჩინონ და დაიწყრონ სამყარო.
მათ მუდმივად მოგზაურობა უნდათ და მზად არიან მთელს მსოფლიოს შემოუარონ. შვილიშვილებს უყვართ ასეთი ბებიები.
12. თევზები: ღვეზელები და შვილიშვილები
ყველაზე მზრუნველი და გამგები ბებო თევზებია. იგი გამოგიცხობთ ღვეზელს, მოგართმევთ ჯემს და გემრიელ ჩაის. ეს ის მზრუნველი და კეთილი ბებიაა, რომელსაც ყოველთვის მიჰყავს შვილები და შვილიშვილები წვეულებაზე. ის მზად არის შვილიშვილებს მთელი თავისუფალი დრო დაუთმოს. ყოველთვის აწყობს დასვენებებს და საჩუქრებით განებივრებთ.