რა უნდა ვიცოდეთ ყურძნის წიპწების შესახებ და როგორ გამოვიყენოთ ეს პროდუქტი

სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას თუ რა სარგებლობა მოაქვს ყურძნის წიპწებს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

1. წმენდს სისხლსა და სასუნთქ სისტემას

პასიური მწეველი ხართ? ყურძნის წიპწები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ნიკოტინის მავნე ზემოქმედება. გარდა ამისა ეს ნატურალური პროდუქტი სისხლის კარგი გამწმენდია.

2. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას

ყურძნის წიპწები შეიცავს კოლაგენს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ გქონდეთ ჯანმრთელი კანი, აფერხებს ნაოჭებისა და ლაქების წარმოქმნას. ის აკნეს საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა, აგრეთვე ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს, სტრიებს, ანიჭებს კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს.

3. გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით

ყურძნის წიპწები შეიცავს დიდი რაოდენობით ტოკოფეროლს, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელი უძლიერესი ანტიოქსიდანტია.

4. აუმჯობესებს მხედველობას

ყურძნის წიპწი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას.

5. წმენდს სისხლს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას

ეს ბუნებრივი პროდუქტი აძლიერებს სისხლძარღვებს, ასუფთავებს სისხლს მავნე ნივთიერებებისგან. საშუალება განსაკუთრებით ეფექტურია გულის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

6. კიბოს საწინააღმდეგო საშუალება

ყურძნის წიპწები შეიცავს უძლიერეს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აფერხებენ სიმსივნის ზოგიერთი სახეობის განვითარებას.

7. ფლობს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ თვისებებს.

ყურძნის წიპწები წმენდს ნაწლავებს, კურნავს საშარდე გზებს, ყაბზობას, გასტრიტს, სინუსიტს და კანის ისეთ პრობლემას, როგორიცაა, დერმატიტი.

8. თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება

ყურძნის წიპწები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რითაც აფერხებს თმის ცვენას, აძლიერებს თმის ფესვებს, ანიჭებს მას  ჯანმრთელობასა და სილამაზეს.

9. ნატურალური ჰორმონი

უძლიერესი ბუნებრივი ჰორმონია, რომელიც არეგულირებს მენოპაუზის სიმპტომებს.

როგორ გამოვიყენოთ ყურძნის წიპწები?

როდესაც წვნიანი ყურძენით პირს იტკბარუნებთ, არ გადაყაროთ წიპწები და რბილობთან ერთად მიირთვით. თუ თქვენ არ შეგიძლიათ მათი შეჭმა, მაშინ აფთიაქში შეიძინეთ ყურძნის დაფქვილი წიპწის სპეციალური კაფსულები.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, მიირთვით უგემრიელესი ყურძენი წიპწებიანად და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.