7 ნატურალური საშუალება მსუბუქი საფაღარათო ეფექტით. მათი წყალობით, ნაწლავები საათივით გამართულად იმუშავებს

0
738

ყაბზობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც დაკავშირებულია კვებასთან ან ჩვევების ცვლილებასთან.

თუ გსურთ, მოცემული პრობლემისგან გათავისუფლება უარი თქვით ცომეულზე, შემწვარ კერძებზე და პასიურ ცხოვრებაზე. დღის განმავლობაში მიიღეთ საჭირო რაოდენობის სითხე და ბოჭკოებით მდიდარი საკვები პროდუქტები.

მოცემული პრობლემის სამკურნალოდ, თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად ძალიან მნიშვნელოვანია დაბალანსებული დიეტა.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს შემდეგი პროდუქტები:

1. პამიდორი

რეგულარულად მიიღეთ ეს სასარგებლო ბოსტნეული. ბოჭკოების მაღალი შემცველობის წყალობით პამიდორი ზრდის განავალში წყლის რაოდენობას, რაც აადვილებს მის გამოყოფას. შეგიძლიათ მიიღოთ ხელნაკეთი პამიდვრის წვენი.

2. თაფლი

თაფლი აუმჯობესებს ნაწლავის ფუნქციონირებას. დღეში 2-ჯერ, უზმოზე და ძილის წინ, მიიღეთ თითო-თითო ფინჯანი თაფლიანი წყალი. მოსამზადებლად დაგჭირდებათ ფინჯანი თბილი წყალი და 1 ჩ. კ. თაფლი.

თავისუფლად გამოიყენეთ ბუნების ეს სასწაული თქვენი სასმელების დასატკბობად.

3. ქლიავი

ქლიავი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ყაბზობის სამკურნალოდ. ეს ბუნებრივი მსუბუქი საფაღარათო საშუალება მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რკინით, კალიუმითა და A ვიტამინით. ქლიავი ხელს უწყობს საჭმლის მონელებასა და ნაწლავის ფუნქციონირებას.

4. ლიმონი

ლიმონი გაჯერებულია სამკურნალო თვისებებით. უზმოზე, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, დალიეთ ფინჯანი თბილი წყლისა და ნახევარი ლიმონის წვენის ნარევი. ამ გზით შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას და ნაწლავის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

5. ვაშლი

ბოჭკოებით მდიდარი ვაშლი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და არბილებს განავალს. ვაშლი შეიცავს პექტინს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის ფუნქციონირებას. მიირთვით ვაშლი, მხოლოდ არ გათალოთ, და მოიგვარეთ მოცემული პრობლემა.

უხსნადი ბოჭკოებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ვაშლი შეკრულობის საწინააღმდეგოდ ძალიან ეფექტური საშუალებაა.

6. შვრია

საუზმეზე ამ მარცვლეულის მირთმევა აუმჯობესებს ნაწლავის ფუნქციონირებას. იგი შეიცავს მინერალებს, ბოჭკოებს, ვიტამინებს, რომლებიც აქტიურად ებრძვის ჭარბ წონას, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და საჭმლის მონელების პრობლემებს, მათ შორის ყაბზობას.

7. ალოე ვერა

ალოე ვერა სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ ერთ-ერთი საუკეთესო ხელნაკეთი საშუალებაა.

მისი გელი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ალტერნატიული მედიცინის რეცეპტებში, რადგან მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და ხელს უწყობს ნაწლავების ბუნებრივად გაწმენდას.

გაითვალისწინეთ რჩევები, დაამატეთ კვების რაციონს მოცემული პროდუქტები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!