
სახის კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა გაფართოებული ფორები, რომლებიც კანს არაჯანსაღ იერს აძლევს, ხელს უწყობს უსიამოვნო შავი წერტილებისა და ფერიმჭამელების წარმოქმნას.
ფორების გაფართოება საკმაოდ ხშირი მოვლენაა, რომელიც ხელს უწყობს გამონაყარისა და კანის სხვა არაერთი პრობლემის წარმოქმნას. თუ ეს უსიამოვნო მოვლენა თქვენთვისაც კარგად არის ნაცნობი, მიიღეთ საჭირო ზომები დროულად.
ფორების გაფართოების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
- გენეტიკა;
- ჰორმონალური ცვლილებები;
- ცხიმის ჭარბი გამომუშავება.
სტატიაში შემოგთავაზებთ კანის ამ პრობლემათა მოსაგვარებლად ეფექტური ნიღბების რეცეპტებს, რომელთა ყველა ინგრედიენტი ნატურალურია.
1. პამიდვრის რბილობის ნიღაბი
პამიდვრის ნიღაბი აბალანსებს კანის ბუნებრივ PH, ამარტივებს ზედმეტი ცხიმის მოცილებას და ამცირებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას.
პამიდვრის ანტიოქსიდანტური და შემკვრელი თვისებები ხელს უწყობს გაფართოებული ფორების დახურვას და ბუნებრივად ათეთრებს კანს.
დაჭერით ქორფა პამიდორი, გამოაცალეთ თესლი და რბილობი სახის კანზე დაიტანეთ.
2. კვერცხის ცილა და ფორთოხლის წვენი
კვერცხის ცილა ეფექტურად გამოიყენება სახის კანის პრობლემების გადასაჭრელად. ის ამკვრივებს და სიგლუვეს ჰმატებს კანს. ამ ინგრედინტისა და ფორთოხლის წვენის შემადგენლობაში შემავალი C ვიტამინის კომბინაცია ქმნის შემკვრელ ნიღაბს, რომელიც ეფექტურად აშორებს მკვდარ უჯრედებს.
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის ცილა
- 1 ცალი ფორთოხლის წვენი
გამოყენებისა და მომზადების წესები:
კვერცხის ცილა და ფორთოხლის წვენი კარგად ათქვიფეთ. მომზადებული ნიღაბი ფუნჯის საშუალებით წაისვით და დაელოდეთ სანამ არ გაშრება და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
3. მარილი და ნაღები
მარილი კანის ამქერცლავი და მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად საოცარი ინგრედიენტია და რძემჟავა პროდუქტთან კომბინაციაში იდეალურია ფორების შევიწროებისთვის. იგი ამცირებს დაბინძურების საფრთხეს.
საჭირო ინგრედიენტები:
- ნაღები 1 ს. კ.
- მარილი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ, დაიტანეთ სახის კანზე და წრიული მოძრაობებით. ნიღაბი დაიყოვნეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
4. ალოე ვერა
ეს მცენარე მდიდარია საკვები ნივთიერებებით და საგრძნობლად ამცირებს ფორების ზომას და აბალანსებს კანის PH.
ალოე ვერა მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით, ამიტომ ის ატენიანებს და ატონიზირებს კანს, აფერხებს ნაადრევი დაბერების პროცესს.
გამოწურეთ წვენი ალოე ვერას ღეროდან და შეიზილეთ სახის კანზე. დაიყოვნეთ 20 წუთი, შემდეგ კი სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
5. თაფლი
თაფლი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ის აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას. თაფლი გაჯერებულია ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული თვისებებით, რომლის წყალობით ამცირებს ბაქტერიების რაოდენობას, ებრძვის ჭარბ ცხიმიანობას და ამკვრივებს გაფართოებულ ფორებს.
სახის კანზე დაიტანეთ თაფლის თხელი ფენა, დაიყოვნეთ 15 წუთი დაშემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
თუ თაფლს დამატებთ შვრიის ფანტელს, მაშინ მიიღებთ ამქერცლავ ნიღაბს.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერბული ნიღბები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.