შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით სწრაფად და მარტივად მოამზადებთ ჟოლოს მურაბას ისე, რომ შეუნარჩუნებთ სასიამოვნო ფერსა და არომატს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჟოლო 1 კგ
- შაქარი 1,5 კგ
მომზადების წესი:
- გარეცხილ ჟოლოს ფენა-ფენა მოაყარეთ შაქრის 2/3 და გააჩერეთ მთელი ღამე. კენკრა გამოუშვებს წვენს.
- დილით წვენი გადაასხით ქვაბში, აადუღეთ და დაამატეთ დარჩენილი შაქარი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე. შაქარი უნდა გადნეს. წარმოქმნილი ქაფი მოხადეთ.
- როგორც კი ქაფი შეწყვეტს აქტიურ წარმოქმნას, გადმოდგით ცეცხლიდან. სიროფი ოდნავ უნდა გაგრილდეს.
- გაგრილებული სიროფი დაასხით ჟოლოს და დადგით დაბალ ცეცხლზე. ადუღეთ 5-7 წუთი.
- მზა მურაბა გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში და დაახურეთ გასტერილებული ხუფები.
გემრიელად მიირთვით!